მიყვარს მწვანედ გადაშლილი მინდორ-ველი, მიყვარს როგორ მოჩუხჩუხებს ნაკადული, ალბათ მთებო სიძლიერეს თქვენგან ველი რომ დავიწყო მეც ლომივით ღრიალი.
საქართველო ცოცხლობს მუდამ ამ ბუნების შემხედვარე; ერთი ვიცი საქართველოვ, რომ ხარ შენ მზე მოელვარე მეც გამხადე ამაყი და ზღვასავით მღელვარე.
საქართველოს სიყვარულით, გავხდი მოხეტიალე თამამადაც რომ გითხრა: შენი ვარ მე მოტრფიალე, ყველა კუთხე მიზიდავს, ყველა არის ბრეყინვალე შენა ხარ ჩემი სამშობლო, მე კი ვარ შენი მოვალე.
მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ყოველთვის ფეხზე ხარ არ შეუშინდი არავის, ვერ დაგაჩოქა ვერავინ, მტერსაც კი შიშის ზარს სცემდი, რადგანაც საქართველო ხარ, მინდა სულ გქონდეს მშვიდობა, ყველა გეძახდეს ჩემი ხარ.
უცნაურობით გავერიე სიკვდილსა მტანჯველს, და ვერ აღვიქვი,თუ სრულდებოდა ჩემი ცხოვრება, მე მეშინოდა რომ, ვიქნებოდი მორიგი ყოველ, რომ ვეღარასდროს დავინახავ მას, როგორ მშორდება, მე ვერ გავიგე, რისთვის მოვედი დედამიწაზე, ან თუნდაც რატომ, ვემშვიდობები ამ წუთისოფელს, ან და საერთოდ, რას მოვდიოდი ამ ქვეყანაზე, ან თქვენ მკითხველო:თუ გაიგეთ რატომ ხართ აქ დღეს? ეს ემოციურ ფარგლებში ჩასმულ ჩარჩოს გავს, ადრე თუ გვიან სიკვდილი ხომ მეც გამიტაცებს, სწორედ ამიტომ, ვერ ვეგუები რეალურს ჩემს თავს, რადგანაც, შიში მეუფლება რომ გამიელვებს. იმედი მიწურულს კვდება რადგან მგონია სხვა რამეს ვუყურებ მე, როგორც ელამს, ჩუმი შფოთვა ხომ არაფერს მაძლევს, მღელვარე თვალთაგან და ვხვდები რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი შემჭამს.!
თუ მართლა არ გსურს რომ, ოცნებაში გაინავარდო და დაივიწყო, ის სიბრაზე რაც გქონდა დღემდე, მე მინდა გითხრა: რომ, მეყვარები უეკლოდ ვარდო, შენი სხივები გადაეფინა, უგულოდ მზემდე,
როგორც ყოველთვის სიყვარული აუხსნელია, რომელსაც ააქვს, სხვა ფიქრების უწყვეტი არე, თითქოს შევძელი მოვსულიყავი, მეჩუქა ია, ასე უთქმელად, და გაუგებრად გავიდა ღამე.
ახლა გავიგე, რასაც ნიშნავდა ეს ჩემი გრძნობა, მართლა ლამაზად რომ დავამთავრო, მე მინდა ნდობა, მოდი, არ გვინდა დავივიწყოდ ცუდი წარსული, კვლავ მეყვარები, რა დროც არ უნდა იყოს გასული..!!!
დღეს 8 მარტია და ქალების დღეა, დღეს წვიმს და ჩემთვის მზეა, დღეს ვარდია და სუნთქვის თვეა, დღეს ცოცხლობს ბუნება, ეს ხომ ხეა, დღეს კვირტი გაშლის ქალივით მზერას, დღეს მტრედი გალობს,მე ვიწყებ მღერას დღეს იწყებს მოცარტი აკორდის წერას, დღეს ცისარტყელა გააჩენს ზებრას, დღეს ყოველივე გეტყვით " გილოცავთ" დღეს ღვინოს შევსვამთ და კვლავ დაგლოცავთ, დღეს ეშხი თქვენი გვეძახის, მოვალთ, დღეს ჩვენს სიყვარულს ვეღარ აწონავთ, დღეს გააკვირვებს ქალებს "8 მარტი" დღეს წამოდგება სიცოცხლით ზანტი, დღეს ჯოკრობს გული, დამების კარტი, დღეს ხომ, ქალების დღეა "8 მარტი".
ალბათ დამაკლდები მშვენიერებავ უშენოდ გავძლებ, მარტო ეული, უარს ნუ მეტყვი ბედნიერებავ გთხოვ დამანახე გზა გაკვლეული.
რაც მე, ღამე მაქვს შენთვის ნათევი, არ ვნანობ რადგან, მე შენ მიყვარდი, ახლა დავდივარ ფიქრებ ნარევი მე ხომ სიყვარულს, შენ ერთს გწირავდი.
არასდროს გჯეროდა ჩემი გრძნობების რადგან შენ სხვისი გწამდა სიცრუე, და ჩემში კვეთავს, უშნო ზომბები როგორც სიზმარში მოგაგონდები.
შეგრძნება მრჩება რომ, ვიყინები აპრილის თვეში რომ წამეგლიჯა ის სპეტაკი იმედი შენთან, ვხვდებოდი თურმე რომ, ვარდებოდი უგონოდ ხევში რომელიც, მე სამუდამოდ წამიყვანდა შენგან.
აზრი დაკარგა ყველაფერმა, და შენ კი ფასი როგორ მინდოდა, ნეტავ გცოდნოდა როგორ მიყვარდი რომ დარჩა შენთან, ჩემი კოცნა ასი ათასი, და ვერ ხვდებოდი რომ, მე ყველაზე მეტად მიყვარდი.!!!
ყველა პოეტი ლექსის ფიქრებში იყო გართული, მათი აზრები ლამაზ ფერებად არის გზა რთული დაუჯერებლად მოგეჩვენებათ მათი ეს პროზა როგორც ბუნებამ აამოძრავა მორცხვი მომოზა.
მართლა უყვარდა გალაქტიონს, ლექსების წერა ასეთი იყო, მისი ერთგული ეს ბედისწერა, მას აწუხებდა საბედნიეროდ დიადი მუზა და საბოლოოდ მის პოეზიას ვერაფერს უზამ.
ტიციანიც კი გააოცა მისმა ძეობამ რადგან,სიყვარულს უჯერებდა მისი მეობა სიკვდილის ჩრდილად გადაექცა მისი ხეობა მე როგორც ვფიქრობ, რთულია მაინც ტაბიძეობა.
ისევ, გამიელვა ჟრუანტელმა ტანში, თითქოს დენის წვიმა ასველებდა, მომაკვდავ სხეულს. მაგრამ სიკვდილი ხომ, უშიშრადაა ჩემში, შენი ნაწნავი რომ, შემოეხვია გულს. ყველაფერს გიძღვნი, ძვირფასო ჩემო რაც კი არსებობს სიკეთის კვალზე, და განვიცადე, ცხოვრების გემო რომ დაგინახე, ჩემს გულის კარზე. აღარც მაშინებს ის ყველაფერი, რაც იყო, ადრე და იქნება მაშინ, შენი სურნელი და თვალი ფერი, მუდამ ჩარჩება მოგონებაში. იმედად რჩება, ჩვენი ოცნებით რომ, კვლავ გავხედავთ დილის განთიადს, ჩვენ ორნი ერთად, საღი გონებით ვიქნებით მუდამ, ვხედავ დღე დიადს. კვლავ დაიქუხებს საშინლად ელვა, გაიბზარება შუბლის ეს ძარღვი, მაგრამ, გულის თქმას გრძნიბა ერევა, როგორც ტალღების, საშინლად ნავი. აი დროც დადაგა, გაიგო ვინ ვარ უცნობ, წერილებს რომ გიგზავნიდი, პირველად გეტყვი: "მე შენ მიყვარხარ" და განცვიფრებაც არ ჩანს ხილვადი.
ისღა დამრჩენია თავი აგარიდო თვალწინ გადამიდგეს ისევ გარინდება, ფიქრი ფიქრზე გადავახვიო და ღამეს შევაფარო იმედგაცრუება. ახლა კრთება ჩემში მწარე სინანული, მინდა სულ ჩემს გულში იყო მოგონებად როგორც პოეტები, თავის აბზაცებში რითმებს იყენებენ ლექსის სტრიქონებად. ისევ ღამეა და ფიქრი გამივარდა ისწვ შევეჭიდე მე შენს მოგონებას თითქოს შენში მუზა მიყვარდა და უკვე დავამთავრებ ფიქრთა შეტაკებას. ბევრჯერ განმიცდია გრძნობების სიმკვრივე მინდა შენს გამო თავის გაწირვა ვხედავ თვალები ცრემლით გაქვს მღვრიე, მომეცი ნება რომ გულში ჩაგირა, ოღონდ სულ ცოტა დროის თარეში, მე ლოდინს უკვე ვეგარ ავიტან, რაც ფიქრები მაქვს ნაფლანგი ღამეში ჩემში დაგროვილ ძლიერ სიყვარულს საფლავში ჩავიტან.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 17
მიყვარს მწვანედ გადაშლილი მინდორ-ველი,
მიყვარს როგორ მოჩუხჩუხებს ნაკადული,
ალბათ მთებო სიძლიერეს თქვენგან ველი
რომ დავიწყო მეც ლომივით ღრიალი.
საქართველო ცოცხლობს მუდამ
ამ ბუნების შემხედვარე;
ერთი ვიცი საქართველოვ, რომ ხარ შენ მზე მოელვარე
მეც გამხადე ამაყი და ზღვასავით მღელვარე.
საქართველოს სიყვარულით, გავხდი მოხეტიალე
თამამადაც რომ გითხრა: შენი ვარ მე მოტრფიალე,
ყველა კუთხე მიზიდავს, ყველა არის ბრეყინვალე
შენა ხარ ჩემი სამშობლო, მე კი ვარ შენი მოვალე.
მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ყოველთვის ფეხზე ხარ
არ შეუშინდი არავის, ვერ დაგაჩოქა ვერავინ,
მტერსაც კი შიშის ზარს სცემდი, რადგანაც საქართველო ხარ,
მინდა სულ გქონდეს მშვიდობა, ყველა გეძახდეს ჩემი ხარ.
უცნაურობით გავერიე სიკვდილსა მტანჯველს,
და ვერ აღვიქვი,თუ სრულდებოდა ჩემი ცხოვრება,
მე მეშინოდა რომ, ვიქნებოდი მორიგი ყოველ,
რომ ვეღარასდროს დავინახავ მას, როგორ მშორდება,
მე ვერ გავიგე, რისთვის მოვედი დედამიწაზე,
ან თუნდაც რატომ, ვემშვიდობები ამ წუთისოფელს,
ან და საერთოდ, რას მოვდიოდი ამ ქვეყანაზე,
ან თქვენ მკითხველო:თუ გაიგეთ რატომ ხართ აქ დღეს?
ეს ემოციურ ფარგლებში ჩასმულ ჩარჩოს გავს,
ადრე თუ გვიან სიკვდილი ხომ მეც გამიტაცებს,
სწორედ ამიტომ, ვერ ვეგუები რეალურს ჩემს თავს,
რადგანაც, შიში მეუფლება რომ გამიელვებს.
იმედი მიწურულს კვდება რადგან
მგონია სხვა რამეს ვუყურებ მე, როგორც ელამს,
ჩუმი შფოთვა ხომ არაფერს მაძლევს, მღელვარე თვალთაგან
და ვხვდები რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი შემჭამს.!
გაზაფხული ფერად-ფერად ნაფერი,
სიცოცხლისთვის ლამაზ ხედვად გაჰყვება,
გაიღვიძებს სხვა ყვავილის ელფერი,
თითქოს, რაღაც მოგონება დამყვება.
გაზაფხულის, სუფთა სუნთქვა ამკრთალებს
ჩემი გულის ოცნებას და სილაღეს,
ისე ნაზად შემოსულა მათრთოლებს,
შეუმჩნევლად შეუმკია სინაზეს.
საქართველოს სიამაყევ,
გთხოვ გაშალე, ცამდე ფრთები
რომ გიყვარდეს ერთგულება,
სამშობლოსთვის გავბრწყინდები
გულმა, იგრძნო ვაჟკაცობა
მართლაც, ლაღი და გმირული,
ქართველს არ აქვს ზარმაცობა,
ჩვენ გვყავს, მტერი განგმირული.
გავიხსენოთ, სიმამაცე ქართველების
ეს ხომ ჩვენი, მამაცური ფიცია,
თავს წირავდნენ, საქართველოს მმართველები,
ასე ვფიქრობ ეს, მებრძოლთა ნიჭია
თუ მართლა არ გსურს რომ, ოცნებაში გაინავარდო
და დაივიწყო, ის სიბრაზე რაც გქონდა დღემდე,
მე მინდა გითხრა: რომ, მეყვარები უეკლოდ ვარდო,
შენი სხივები გადაეფინა, უგულოდ მზემდე,
როგორც ყოველთვის სიყვარული აუხსნელია,
რომელსაც ააქვს, სხვა ფიქრების უწყვეტი არე,
თითქოს შევძელი მოვსულიყავი, მეჩუქა ია,
ასე უთქმელად, და გაუგებრად გავიდა ღამე.
ახლა გავიგე, რასაც ნიშნავდა ეს ჩემი გრძნობა,
მართლა ლამაზად რომ დავამთავრო, მე მინდა ნდობა,
მოდი, არ გვინდა დავივიწყოდ ცუდი წარსული,
კვლავ მეყვარები, რა დროც არ უნდა იყოს გასული..!!!
დღეს 8 მარტია და ქალების დღეა,
დღეს წვიმს და ჩემთვის მზეა,
დღეს ვარდია და სუნთქვის თვეა,
დღეს ცოცხლობს ბუნება, ეს ხომ ხეა,
დღეს კვირტი გაშლის ქალივით მზერას,
დღეს მტრედი გალობს,მე ვიწყებ მღერას
დღეს იწყებს მოცარტი აკორდის წერას,
დღეს ცისარტყელა გააჩენს ზებრას,
დღეს ყოველივე გეტყვით " გილოცავთ"
დღეს ღვინოს შევსვამთ და კვლავ დაგლოცავთ,
დღეს ეშხი თქვენი გვეძახის, მოვალთ,
დღეს ჩვენს სიყვარულს ვეღარ აწონავთ,
დღეს გააკვირვებს ქალებს "8 მარტი"
დღეს წამოდგება სიცოცხლით ზანტი,
დღეს ჯოკრობს გული, დამების კარტი,
დღეს ხომ, ქალების დღეა "8 მარტი".
ალბათ დამაკლდები მშვენიერებავ
უშენოდ გავძლებ, მარტო ეული,
უარს ნუ მეტყვი ბედნიერებავ
გთხოვ დამანახე გზა გაკვლეული.
რაც მე, ღამე მაქვს შენთვის ნათევი,
არ ვნანობ რადგან, მე შენ მიყვარდი,
ახლა დავდივარ ფიქრებ ნარევი
მე ხომ სიყვარულს, შენ ერთს გწირავდი.
არასდროს გჯეროდა ჩემი გრძნობების
რადგან შენ სხვისი გწამდა სიცრუე,
და ჩემში კვეთავს, უშნო ზომბები
როგორც სიზმარში მოგაგონდები.
შეგრძნება მრჩება რომ, ვიყინები აპრილის თვეში
რომ წამეგლიჯა ის სპეტაკი იმედი შენთან,
ვხვდებოდი თურმე რომ, ვარდებოდი უგონოდ ხევში
რომელიც, მე სამუდამოდ წამიყვანდა შენგან.
აზრი დაკარგა ყველაფერმა, და შენ კი ფასი
როგორ მინდოდა, ნეტავ გცოდნოდა როგორ მიყვარდი
რომ დარჩა შენთან, ჩემი კოცნა ასი ათასი,
და ვერ ხვდებოდი რომ, მე ყველაზე მეტად მიყვარდი.!!!
დავიწყებამდე
შენი ლამაზი მზერა
თვალწინ მიდგება წამით,
მინდა დავიწყო მღერა
რომ გაგაოგნო რამით,
თვალის ფერი ხომ სხვაა
ლამაზი ტრფობის ალი
თითქოს რაღაცა თქვაა
ვეღარ აღიწერს ქალი
შენი სურნელი თრობის
არის ოცნება მკრთალი
ჩემსკენ ირემი მოხტის
სიყვარულისგან მთვრალი.
ეს იყო ჩემი გრძნობა ფარული
მალაპარაკებს მე სიყვარული
გამომჟღავნება ძალიან მიჭირს
ოცნება იყო უბრალოდ ბიჭის.
პოეტი
ყველა პოეტი ლექსის ფიქრებში იყო გართული,
მათი აზრები ლამაზ ფერებად არის გზა რთული
დაუჯერებლად მოგეჩვენებათ მათი ეს პროზა
როგორც ბუნებამ აამოძრავა მორცხვი მომოზა.
მართლა უყვარდა გალაქტიონს, ლექსების წერა
ასეთი იყო, მისი ერთგული ეს ბედისწერა,
მას აწუხებდა საბედნიეროდ დიადი მუზა
და საბოლოოდ მის პოეზიას ვერაფერს უზამ.
ტიციანიც კი გააოცა მისმა ძეობამ
რადგან,სიყვარულს უჯერებდა მისი მეობა
სიკვდილის ჩრდილად გადაექცა მისი ხეობა
მე როგორც ვფიქრობ, რთულია მაინც ტაბიძეობა.
ისევ, გამიელვა ჟრუანტელმა ტანში,
თითქოს დენის წვიმა ასველებდა, მომაკვდავ სხეულს.
მაგრამ სიკვდილი ხომ, უშიშრადაა ჩემში,
შენი ნაწნავი რომ, შემოეხვია გულს.
ყველაფერს გიძღვნი, ძვირფასო ჩემო
რაც კი არსებობს სიკეთის კვალზე,
და განვიცადე, ცხოვრების გემო
რომ დაგინახე, ჩემს გულის კარზე.
აღარც მაშინებს ის ყველაფერი,
რაც იყო, ადრე და იქნება მაშინ,
შენი სურნელი და თვალი ფერი,
მუდამ ჩარჩება მოგონებაში.
იმედად რჩება, ჩვენი ოცნებით
რომ, კვლავ გავხედავთ დილის განთიადს,
ჩვენ ორნი ერთად, საღი გონებით
ვიქნებით მუდამ, ვხედავ დღე დიადს.
კვლავ დაიქუხებს საშინლად ელვა,
გაიბზარება შუბლის ეს ძარღვი,
მაგრამ, გულის თქმას გრძნიბა ერევა,
როგორც ტალღების, საშინლად ნავი.
აი დროც დადაგა, გაიგო ვინ ვარ
უცნობ, წერილებს რომ გიგზავნიდი,
პირველად გეტყვი: "მე შენ მიყვარხარ"
და განცვიფრებაც არ ჩანს ხილვადი.
"უზომოდ"
ისღა დამრჩენია თავი აგარიდო
თვალწინ გადამიდგეს ისევ გარინდება,
ფიქრი ფიქრზე გადავახვიო და
ღამეს შევაფარო იმედგაცრუება.
ახლა კრთება ჩემში მწარე სინანული,
მინდა სულ ჩემს გულში იყო მოგონებად
როგორც პოეტები, თავის აბზაცებში
რითმებს იყენებენ ლექსის სტრიქონებად.
ისევ ღამეა და ფიქრი გამივარდა
ისწვ შევეჭიდე მე შენს მოგონებას
თითქოს შენში მუზა მიყვარდა და
უკვე დავამთავრებ ფიქრთა შეტაკებას.
ბევრჯერ განმიცდია გრძნობების სიმკვრივე
მინდა შენს გამო თავის გაწირვა
ვხედავ თვალები ცრემლით გაქვს მღვრიე,
მომეცი ნება რომ გულში ჩაგირა,
ოღონდ სულ ცოტა დროის თარეში,
მე ლოდინს უკვე ვეგარ ავიტან,
რაც ფიქრები მაქვს ნაფლანგი ღამეში
ჩემში დაგროვილ ძლიერ სიყვარულს საფლავში ჩავიტან.
momewona