სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ძირითადი ფუნქცია რძის გამომუშავება და გამოყოფაა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალშობილის გამოკვება. გარდა ამისა ქალებისათვის მათ მკერდს დიდი სოციალური დატვირთვაა აქვს, მკერდის ფორმა, ზომა და მიმზიდველობა, ქალის სილამაზის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და მას, როგორც ყველაფერ ძვირფასს, მოფრთხილება სჭირდება, მითუმეტეს როდესაც მისი ჯანმრთელობა ისეთი რეალური საფრთხის წინაშე დგას, როგორიცაა სიმსივნეები.
სიმსივნე შეიძლება იყოს ავთვისებიანი, ან კეთილთვისებიანი. სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: კისტა, ფიბროადენომა, გალაქტოცელე, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია და გალაქტორეის გამომწვევი სიმსივნეები. თუმცა მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა ლიტერატურაში რამდენადმე განსხვავებულია. კეთილთვისებიანი სიმსივნეების რიცხვში ზოგჯერ გინეკომასტია (მამაკაცთა პათოლოგიაა) და მასტოპათიაც შეყავთ. ეს წარმონაქმნები შეიძლება მტკივნეული, შემაწუხებელი ან სრულიად შეუმჩნეველი იყოს და რაც მთავარია ისინი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან.
ძუძუს კიბო არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, იგი ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და სიხშირით მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ. მკერდის კიბოთი ავადდება დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი მსოფლიოში, მათი ასაკი 13-დან 90 წლამდეა. მკერდის კიბოთი ავადობა სულ უფრო მატულობას 1970_იანი წლებიდან მოყოლებული, რაც დაკავშირებულია ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირებასთან.
ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: პაპილარული კიბო, მედულარული კიბო, ანთებადი კიბო, ინფილტრირებადი კიბო და პეჯეტის (დვრილისა და არეოლას) კიბო.
სიმსივნის განვითარებაში დიდი როლი აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას, ასევე აბორტებს, რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს, ჰორმონულ დისბალანსს, რადიაქტიულ ზემოქმედებას და ძუძუს ტრავმებს.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები კავკასიელ ქალებში საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად მთავრდება ფატალურად, არადა მისი დროული აღმოჩენის შემთხვევაში, განკურნების თითქმის 100%-იანი შანსი არსებობს.
როდის მივიტანოთ ეჭვი:
დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;ძუძუს ფორმის შეცვლა;ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;კანის დანაოჭება;სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა;მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;ლიმფური კვანძების გადიდება;ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.
ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა და განგაშის ატეხვის საფუძველია, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, თუმცა გულდასმით გასინჯვის შემთხვევაში მისი აღმოჩენა მაინც შეიძლება.
ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ადვილი შესასრულებელია და ყველა ქალმა უნდა იცოდეს, არის ძუძუს თვითგასინჯვა.
თვითგასინჯვა იწყება დათვალიერებით სარკის წინ, ამ დროს ფასდება სარძევე ჯირკვლის ფორმის, ზომის, ფერისა და კონტურის ცვლილება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев