ანხელ დი მარია ჩამოყალიბდა მადრიდის "რეალის" შეტევის ერთ-ერთი საჭირო ძალად. მისი თამაში ყურადღების გარეშე არავის დაუტოვებია და მისდამი ინტერესს "იუნაიტედი" და "პსჟ" იჩენენ. გამორიცხული არ არის, რომ არგენტინელმა სეზონის ბოლოს კლუბი შეიცვალოს, მითუმეტეს თუ ჟოზე მოურინიო დატოვებს "სამეფო კლუბს". ჯერ-ჯერობით არგენტინელი შემტევის თაობაზე არცერთ კლუბს ოფიციალურად არ მიუმართავს "სამეფო კლუბისთვის", მაგრამ ჭორის სახით ხსენებული ინფორმაცია გავრცელდა. დი მარიას აგენტს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ალექს ფერგიუსონთან და "პსჟ"-ს პრეზიდენტ შეიხ ჰამად ალ- თანთან, ეს ყველაფერი კი ტრანსფერს უფრო რეალურს ხდის. არგენტინელს შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, რომ მან პრეტენზია გამოთქვა იმის შესახებ, რომ მისი ხელფასი უნდა გაზრდილიყო. ამ ყველაფერმა კი მასსა და კლუბს შორის სიტუაცია ოდნავ დაძაბა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1