მამა დავითის მადლი გვფარავდეს, სხივით ნათელო ჩემო სამშობლო! წმინდა იესოს მადლით და ძალით ბრწყინავდეს მუდამ მზე საქართველო! ღმერთმა დაიცვას ირგვლივ ყოველნი, გვწამდეს,გვჯეროდეს,სამარადჟამოდ გამთლიანებულს,გასხივოსნებულს, ვხედავდეთ მუდამ ჩვენ საყართველოს. აღვმართოთ ყველამ სიკეთის დროშა, ავანთოთ ერთად წმინდა სანთელი, ტაძარში ფრთხილად მუხლმოდრეკილი ღმერთს შევევედროთ საქართველოსთვის. წმინდა დავითის ყველას გვჯეროდეს, გვიყვარდეს მუდამ ჩვენ ერთმანეთი, ფრთხილი ამბორით შევეხოთ ტაძარს, გვწამდეს,გვჯეროდეს საქართველოსთვის! ნ.ჯ.
ცარიელია ეს ფურცელი , არაფრისმთქმელი..... ცარიელია ეს ოთახი, ბატონობს მტვერი. გადავაგოროთ,გავიტანოთ, ცხოვრების გზები, ცარიელია მონატრება, დაკარგა ფერი. ცარიელია წიგნის თაროც, ტირილით ვკვდები, რადგან ცხოვრებას არევია სავალი გზები. ხელმოცარული მებადური უსიტყვოდ მიდის, დავაზარალე ეს ფურცელი არაფრისმთქმელი. ნ.ჯ.
ჩემს ეზოში ვაშლის ძირში ძველისძველი ქვევრებია, მის გარშემო ჟრიამულით პატარები ირევიან. მახსოვს, მამა სასოებით ქვევრებს როგორ ევლებოდა, შემოდგომის მიწურულზე ქვევრი ღვინით ივსებოდა. როცა სტუმრებს მოელოდა, ქვევრის თავიც იხდებოდა, შავი ღვინით სავსე დოქი სულ მალიმალ იცლებოდა. თასი ღვინით ივსებოდა, სიტყვას სადღეგრძელო ცვლიდა, კაციც კარგად ხალისობდა, მზეს და წვიმას თოვლი ცვლიდა. ეზო ისევ მოვიარე ძველი დროის მოგონებით, ის ვაშლის ხე ისევ იდგა, ოღონდ –ტოტებდალეწილი, ძველი დოქიც იქვე ეგდო, მხოლოდ მიწით ავსებული. მითხრეს,ზვარში ვეღარ ხარობს
ვერ გამიგია რა მემართება, ღვინომ დამათრო,თუ შენით ვთვრები, სუფრის თავში ზის ყოჩი თამადა, ხელით მანიშნებს ,ავმდგარიყავი. სავსე გადმომცეს ღვინით სასმისი, შევსვი უაზროდ,დაუფიქრებლად, ჩემი თვალები შენს ჩრდილს ეძებდა თამბაქოს კვამლში დაუსრულებლად. ის ერთი ჭიქა სუფრის სხვა მხარეს იდგა კენტად და მიუკარებლად, როგორ მინდოდა,მოვსულიყავი ჩუმად,ვიღაცის დაუხმარებლად. მაგრამ ვგრძნობდი ,რომის ერთი ჭიქა იდგა ჯიუტად და მიმელოდა, მინდოდა,ნაზად მოგფერებოდი, შენი თვალები მე მიღიმოდა. იმ დღეს კი წვიმდა, საოცრად ცრიდა... რა მემართება,ვერ გამიგია, ღვინის ბრალია ეს ყველაფერი, თუ იმ ჭიქის და ლამაზი ქალის? დღესაც არ ვიცი შენი სახელი, შენ დამეკარგე თამბაქოს კვამლში, როგორ ავიტან მე უშენობას, ის ერთი ჭიქა ისევ გვეძახის, ჩემი ბრალია ეს ყველაფერი, იდგა,მელოდა,დაუსრულებლად.... ღვინოს რას ვერჩი, მასთან რა მინდა, ადგა ქალი და მარტო წავიდა ნ.ჯ.
მე ვერ ავიტან უშენოდ ყოფნას, არ მიმატოვო ,ვით თეთრმა თოვლმა, არ მათქმევინო,ეს მეგობრობა სიზმარიაო,რომ აღარ მოვა. ჰოდა,ოდესმე თუკი შეიტყობ, უფერულდება წუთისოფელი, არ მათქმევინო ,რომ ყველაფერი შეჩვევაა და სხვა არაფერი. თავს ასე ვეტყვი გაბრაზებული, თუ მეგობრობა გამოდგა ფლიდი, ატირებული,გაცრუებული, მარტოდ,უიღბლოდ ქუჩაში ვივლი. მე ვერ ავიტან უშენოდ ყოფნას, შენი თვალები ბევრის მთქმელია, მე ცხოვრებაში ვეღარ დავკარგავ , ვინც კი ოდესმე შემყვარებია.ნ.ჯ.
ფერიამ სიყვარული ფრთხილად გააღვიძა, მიიხედ-მოიხედა,ვერავინ დაინახა, წამოდგა.... და ცოტა გაიარა, მინდორში ლამაზი პეპელა დაინახა, მიუალერსა.... და ხელში აიყვანა. სიყვარულს პეპელა უცებ შეუყვარდა. იარა სიყვარულმა,წყარო დაინახა, უყურა,უყურა და ისიც შეუყვარდა, ცაში აიხედა,მზე ანათებდა, სიყვარულს მოეწონა და უხმოდ შეუყვარდა. სიყვარულს გაუხარდა-ქალი დაინახა, ლამაზი ქმნილება გულში ჩაუვარდა. მიიხედ-მოიხედა,წალკოტი დაინახა, სიყვარულს იმ დღიდან სამყაროც შეუყვარდა. ნ.ჯ
ქალბატონო... თვალებს სევდა შეპარვია , გამოცვლილხართ... სახე ნაოჭს დაუფარავს. ძველებური არც ღიმილი,არც სიცილი, შეგრჩენიათ. გამოცვლილხართ.... თმებს ჭაღარა უთოვია, ხმაში დარდი და ნაღველი შეგპარვიათ, გამოცვლილხართ.... ნაბიჯიც კი აგრევიათ. ვერ გავბედე ყოველივე თქვენთვის მეთქვა. ნუთუ სევდა იმ ზამთარმა ,რაც ქი თოვა მშვენიერი სხეულისთვის გაიმეტა? ქალბატონო... მაპატიეთ.... მაგრამ ძლიერ გამოცვლილხართ.
უკვე დრო დადგა დამითმეთ, ეს სადღეგრძელო ტიალი, თასი ნაჟურით ამივსეთ დღე რომ დაუდგა მზიანი. ქართული სუფრა თამადობს და ადათ- წესი ქართული, ეს სადღეგრძელო ჩემია, სულაც არ არის ხალხური, იქნებ გგონით მთვრალი ვარ, ან იქნებ სიტყვა გაგრძელდა, ან იქნებ ჯოხაძის გვარი გაჭაღარავდა, დაბერდა. გვარიო???გვარი ვახსენე? არც ეს იქნება ურიგო თასი რომ ღვინით ავავსე განა დავტოვო უსიტყვოდ? მოდი,ამ თასით ,ამ ღვინით, ჯოხაძის გვარი დავლოცოთ, რომ ისე ევლოთ ამ ქვეყნად მუდამ სიკეთე ეთესოთ. გვარი ილიამ გვიკურთხა, ლოცვა გვაჩუქა დიადი, ღმერთო ნუ მოშლი ამ ჩვენს გვარს დღე გაუთენე მზიანი.ნ.ჯ.19.10.09.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 43
მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში,
სადაც მუდმივად მზე იკაშკაშებს,
სადაც ბოროტს და შურით აღსავსეს
მუდამ ღვთიური მადლი ამარცხებს.
მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში,
სადაც სიძულვილს სიკეთე შეცვლის,
გასხივოსნებულ სიყვარულის მზეს
მუდამ ატარებს ოცნების ეტლი...
მინდა ვიცხოვრო ღამის ქალაქში
და შენთან ერთად ვალსი ვიცეკვო...
უმისამართო ქუჩის ძებნაში,
როგორც ოდესღაც...ცოტა ვიცელქო!... ნ.ჯ.
სადღაც ახლა ,იასამნის სურნელს,
სადღაც ახლა, გაზაფხულის წვიმას,
სადღაც ახლოს საღამოა მშვიდი,
სადღაც ახლა, საათია შვიდი.
სადღაც ახლოს მონატრება ტირის,
სადღაც ახლა, როიალი მღერის,
სადღაც ახლა, დამათენდა ლამის,
სადღაც ახლა ,მიგატოვე წამით.
სადღაც ახლა ,ახალგაზრდა პოეტს
სადღაც ახლოს დაკარგვია ლექსი,
სადღაც ახლა, პოეზია მეფობს,
სადღაც ახლოს გავარდნილა მეხი.ნ.ჯ
მამა დავითის მადლი გვფარავდეს,
სხივით ნათელო ჩემო სამშობლო!
წმინდა იესოს მადლით და ძალით
ბრწყინავდეს მუდამ მზე საქართველო!
ღმერთმა დაიცვას ირგვლივ ყოველნი,
გვწამდეს,გვჯეროდეს,სამარადჟამოდ
გამთლიანებულს,გასხივოსნებულს,
ვხედავდეთ მუდამ ჩვენ საყართველოს.
აღვმართოთ ყველამ სიკეთის დროშა,
ავანთოთ ერთად წმინდა სანთელი,
ტაძარში ფრთხილად მუხლმოდრეკილი
ღმერთს შევევედროთ საქართველოსთვის.
წმინდა დავითის ყველას გვჯეროდეს,
გვიყვარდეს მუდამ ჩვენ ერთმანეთი,
ფრთხილი ამბორით შევეხოთ ტაძარს,
გვწამდეს,გვჯეროდეს საქართველოსთვის! ნ.ჯ.
ცარიელია ეს ფურცელი ,
არაფრისმთქმელი.....
ცარიელია ეს ოთახი,
ბატონობს მტვერი.
გადავაგოროთ,გავიტანოთ,
ცხოვრების გზები,
ცარიელია მონატრება,
დაკარგა ფერი.
ცარიელია წიგნის თაროც,
ტირილით ვკვდები,
რადგან ცხოვრებას არევია
სავალი გზები.
ხელმოცარული მებადური
უსიტყვოდ მიდის,
დავაზარალე ეს ფურცელი
არაფრისმთქმელი. ნ.ჯ.
ამინდი აირია ,ამხედდრდა ღრუბელი,
ლამის ჩამოიქცეს ცა,
უაზრო ხეტიალს არ ვარ შეჩვეული,
ვშიშობ ამერევა გზა.
ვაიმე ,გაკვესა ელვამ უსაშველოდ,
მთები ნატრობენ ხსნას,
ქარიც თავისი მრისხანებით
მივარდა ხეთა ჯარს.
ვერ ხედავ?მზით გამთბარ დედამიწას
ჭექა–ქუხილი კლავს,
ლურჯ მთებს დაჰკარგვიათ სიამაყე,
ვეღარ ვიკავებ თავს.
იქნებ ,დაწყნარდეს ღელვა უსაშველო,
სულსაც ვიოკებ ძლივს,
ვნატრობ, დაღლილი დედამიწა ,
ნეტა არ მიეცეს ძილს.ნ.ჯ.
ო ღმერთო ჩემო,
აღმომხდა ჩემთვის,წუხელ ზამთარსაც დაუთოვია,
თითქოს ფანტელი ჯადოქარ ციდან,უხვად,ულევად ,დაუფანტია,
რა ლამაზია ,რა მომნუსხველი, როგორ ვამსგავსებ ჭაღარა მოხუცსმშვენიერია ვბუტბუტებ ჩემთვის,
თურმე ჭაღარას მოხუცის თმებშიქარგავს ფანტელი ჯადოქრის ხელით.
რა ლამაზია , რა მშვენიერი.... გავიმეორე უკვე ათასჯერ, არ მეშინია უკვე სიბერის,თუ კი საოცარ ფერებს მიბოძებს.ნ.ჯ.
ცოტა ფიქრი,
ცოტა სევდა,
სიყვარული...
თან რომ სდევდა...
ცოტა დარდიც,
მონატრებაც..
ფერად–ფერად
საოცრებად.
ისევ
მოვა...
ისევ
მოვა...
ცოტა ფიქრი,
ცოტა სევდა....
სიყვარული
უსასრულოდ,
კვლავაც
რჩება.ნ.ჯ.შ .ჯ–ს
ჩემს ეზოში ვაშლის ძირში
ძველისძველი ქვევრებია,
მის გარშემო ჟრიამულით
პატარები ირევიან.
მახსოვს, მამა სასოებით
ქვევრებს როგორ ევლებოდა,
შემოდგომის მიწურულზე
ქვევრი ღვინით ივსებოდა.
როცა სტუმრებს მოელოდა,
ქვევრის თავიც იხდებოდა,
შავი ღვინით სავსე დოქი
სულ მალიმალ იცლებოდა.
თასი ღვინით ივსებოდა,
სიტყვას სადღეგრძელო ცვლიდა,
კაციც კარგად ხალისობდა,
მზეს და წვიმას თოვლი ცვლიდა.
ეზო ისევ მოვიარე
ძველი დროის მოგონებით,
ის ვაშლის ხე ისევ იდგა,
ოღონდ –ტოტებდალეწილი,
ძველი დოქიც იქვე ეგდო,
მხოლოდ მიწით ავსებული.
მითხრეს,ზვარში ვეღარ ხარობს
ვაზის ძირი მტევნით სავსე
და ეზოში ვაშლის ძირში
ქვევრის თავიც ვეღარ ვნახე.ნ.ჯ.
ვერ გამიგია რა მემართება,
ღვინომ დამათრო,თუ შენით ვთვრები,
სუფრის თავში ზის ყოჩი თამადა,
ხელით მანიშნებს ,ავმდგარიყავი.
სავსე გადმომცეს ღვინით სასმისი,
შევსვი უაზროდ,დაუფიქრებლად,
ჩემი თვალები შენს ჩრდილს ეძებდა
თამბაქოს კვამლში დაუსრულებლად.
ის ერთი ჭიქა სუფრის სხვა მხარეს
იდგა კენტად და მიუკარებლად,
როგორ მინდოდა,მოვსულიყავი
ჩუმად,ვიღაცის დაუხმარებლად.
მაგრამ ვგრძნობდი ,რომის ერთი ჭიქა
იდგა ჯიუტად და მიმელოდა,
მინდოდა,ნაზად მოგფერებოდი,
შენი თვალები მე მიღიმოდა.
იმ დღეს კი წვიმდა,
საოცრად ცრიდა...
რა მემართება,ვერ გამიგია,
ღვინის ბრალია ეს ყველაფერი,
თუ იმ ჭიქის და ლამაზი ქალის?
დღესაც არ ვიცი შენი სახელი,
შენ დამეკარგე თამბაქოს კვამლში,
როგორ ავიტან მე უშენობას,
ის ერთი ჭიქა ისევ გვეძახის,
ჩემი ბრალია ეს ყველაფერი,
იდგა,მელოდა,დაუსრულებლად....
ღვინოს რას ვერჩი,
მასთან რა მინდა,
ადგა ქალი და მარტო წავიდა ნ.ჯ.
მე ვერ ავიტან უშენოდ ყოფნას,
არ მიმატოვო ,ვით თეთრმა თოვლმა,
არ მათქმევინო,ეს მეგობრობა
სიზმარიაო,რომ აღარ მოვა.
ჰოდა,ოდესმე თუკი შეიტყობ,
უფერულდება წუთისოფელი,
არ მათქმევინო ,რომ ყველაფერი
შეჩვევაა და სხვა არაფერი.
თავს ასე ვეტყვი გაბრაზებული,
თუ მეგობრობა გამოდგა ფლიდი,
ატირებული,გაცრუებული,
მარტოდ,უიღბლოდ
ქუჩაში ვივლი.
მე ვერ ავიტან უშენოდ ყოფნას,
შენი თვალები ბევრის მთქმელია,
მე ცხოვრებაში ვეღარ დავკარგავ ,
ვინც კი ოდესმე შემყვარებია.ნ.ჯ.
სადღაც ახლა ,იასამნის სურნელს,
სადღაც ახლა, გაზაფხულის წვიმას,
სადღაც ახლოს საღამოა მშვიდი,
სადღაც ახლა, საათია შვიდი.
სადღაც ახლოს მონატრება ტირის,
სადღაც ახლა, როიალი მღერის,
სადღაც ახლა, დამათენდა ლამის,
სადღაც ახლა ,მიგატოვე წამით.
სადღაც ახლა ,ახალგაზრდა პოეტს
სადღაც ახლოს დაეკარგვია ლექსი,
სადღაც ახლა, პოეზია მეფობს,
სადღაც ახლოს გავარდნილა მეხი.ნ.ჯ
ფერიამ სიყვარული ფრთხილად გააღვიძა,
მიიხედ-მოიხედა,ვერავინ დაინახა,
წამოდგა....
და ცოტა გაიარა,
მინდორში ლამაზი პეპელა დაინახა,
მიუალერსა....
და ხელში აიყვანა.
სიყვარულს პეპელა უცებ შეუყვარდა.
იარა სიყვარულმა,წყარო დაინახა,
უყურა,უყურა და ისიც შეუყვარდა,
ცაში აიხედა,მზე ანათებდა,
სიყვარულს მოეწონა და უხმოდ შეუყვარდა.
სიყვარულს გაუხარდა-ქალი დაინახა,
ლამაზი ქმნილება გულში ჩაუვარდა.
მიიხედ-მოიხედა,წალკოტი დაინახა,
სიყვარულს იმ დღიდან
სამყაროც შეუყვარდა. ნ.ჯ
სადღაც ვიპოვე თეთრი გვირილა,
ამ გიორგობის თვეში...
მიყვარს,არ მიყვარს,მიყვარს,არ მიყვარს,
მე ვეკითხები ყვავილს,
გიყვარს ...ყვავილმაც ამოისუნთქა,
ნატვრაც ამიხდა წამით,
ქარმა დაბერა ისე საოცრად,
ისე ლამაზად დაქრის, ბედნიერების თეთრი ყვავილი ააფრიალა ცაში,ხელი ჩამკიდე ,არ დამეკარგო,
ერთად წავიდეთ სახლში ნ.ჯ.ტყემლის ტოტებს წუხელ ღამით თოვლმა უხვად ათოვა,
ყვავილების
ფანტელები ტოტებს თურმე ათბობდა,ხeივანში უსაშველო სითბომ დაისადგურა ,
მერე რა, რომ გაზაფხულმა...
თოვლი ისევ მოთოვა..ხის ტოტები დახუნძლა და სილამაზით მოქსოვა,
ფანტელებს კი უსასრულო სიყვარული მოსთხოვა.
ნ.ჯ.ქალბატონო...
თვალებს სევდა შეპარვია ,
გამოცვლილხართ...
სახე ნაოჭს დაუფარავს.
ძველებური არც ღიმილი,არც სიცილი,
შეგრჩენიათ.
გამოცვლილხართ....
თმებს ჭაღარა უთოვია,
ხმაში დარდი და ნაღველი შეგპარვიათ,
გამოცვლილხართ....
ნაბიჯიც კი აგრევიათ.
ვერ გავბედე ყოველივე თქვენთვის მეთქვა.
ნუთუ სევდა იმ ზამთარმა ,რაც ქი თოვა
მშვენიერი სხეულისთვის გაიმეტა?
ქალბატონო...
მაპატიეთ....
მაგრამ ძლიერ გამოცვლილხართ.
აკაციის ხეივანს სურნელება მოაქვს,
სიყვარულით ცვივა.ნ.ჯ.ქარიც ნაზი ტაატით მიუყვება ნიავს,
როგორც თეთრი ფანტელი ,ყვავილები ცვივა,
ოცნებების მორევში იძირები ფრთხილად.
ტკბილსახსოვარ წარსულში მოგონება გძირავს,
გახსენდება ბავშვობა და სიყვარულით ბრწყინავს,
მიხვდები ,რომ დარდისგან განშორება გინდა,
აკაციის ყვავილი
კლდეზე დაკიდულ ყოილსა
ნეტაი ფესვი სად უდგას?
მინდა,რომ მივუახლოვდე,
მაგრამ ეს გზაი გაძნელდა.
მაინც თავს როგორ იწონებს,
მზეც კი აღარ ჩანს დაბნელდა.
მთვარის შუქს ვთხოვე მეგზურად
იმ სალი კლდისკენ გაძღოლა,
თორე დავდნი და ეგაა .იქნებ დარდსაც კი გადავყვე,
იმ ყოილს მაინც მივწვდები ,კლდეზე ხოხვა რომც დამჭირდეს.
რაც უფრო მაღლა მივდივარ ,სუნთქვაც კი მიჭირს ოხერი,
არც ისე ამაყი არ ჩანს,თურმე კარგად არც ვიცნობდი.
მეგონა მივუახლოვდი,ქარმა დაბერა ტიალმა,
მოგლიჯა სალ კლდეს ყოილი და ცაში ააფრიალა.
გულმა საშინლად დატოკა,მეგონა მიწა გასკდაო,
ფიქრიც კი ვერ მოვასწარი,ყოილი ჩემთან გაჩნდაო.
ნ.ჯ.მიწა ხავსით დაფარულა,
სიყვარულის ფერებია,
ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე
სამოთხე და ედემია.
ცისა ფერი და ზღვის ფერი,
მწვანე ფერი ,მდელოს ფერი,
ხავსაც მწვანე მოხდენია
ფოთოლცველით დაფენილი.
მიწა ხავსით დაფარულა
ნაზად არხევს სიო ფოთოლს,
მზის სხივები სიყვარულით ანათებს
და ანთებს კოცონს.
ვეძებე და ვერსად ვპოვე
ცისა ფერი ცის სადარი
ზღვისა ფერი ზღვის სადარი,
ვერსად ვნახე სილამაზე
ჩემი ქვეყნის შესადარი.
აქ მიწაც კი ლამაზია ,
მწვანე ხავსით დაფენილი,
სილამაზით ,სიყვარულით,
ნაზად არის დაკემსილი. ნ.ჯუკვე დრო დადგა დამითმეთ,
ეს სადღეგრძელო ტიალი,
თასი ნაჟურით ამივსეთ
დღე რომ დაუდგა მზიანი.
ქართული სუფრა თამადობს
და ადათ- წესი ქართული,
ეს სადღეგრძელო ჩემია,
სულაც არ არის ხალხური,
იქნებ გგონით მთვრალი ვარ,
ან იქნებ სიტყვა გაგრძელდა,
ან იქნებ ჯოხაძის გვარი
გაჭაღარავდა, დაბერდა.
გვარიო???გვარი ვახსენე?
არც ეს იქნება ურიგო
თასი რომ ღვინით ავავსე
განა დავტოვო უსიტყვოდ?
მოდი,ამ თასით ,ამ ღვინით,
ჯოხაძის გვარი დავლოცოთ,
რომ ისე ევლოთ ამ ქვეყნად
მუდამ სიკეთე ეთესოთ.
გვარი ილიამ გვიკურთხა,
ლოცვა გვაჩუქა დიადი,
ღმერთო ნუ მოშლი ამ ჩვენს გვარს
დღე გაუთენე მზიანი.ნ.ჯ.19.10.09.
მინდა თლილ თითებს ვეამბორო
კრძალვით და რიდით,
აშოლტილ სხეულს გავაყოლო
მალული მზერა,
მინდა მალულად გიჩურჩულო,
როგორც ნიავმა...
ფრთხილად შევეხო
წაბლისფერ თმას წელამდე გაშლილს
და თუ ცდუნებას ვერ გაუძლო
გულმა ოხერმა,
მჯერა სიყვარულს არ ეწვევა
გა–და –შე–ნე–ბა.ნ.ჯ.