ულამაზო ქალი არ არსებოს, არსებობენ ზარმაცი ქალები. საქართველოში ხშირად ამბობენ, “ალხანას ჩალხანა არ დაელევაო” ან “ვისაც ვინ უყვარს მისი მზეთუნახავიც ის არისო”, მაგრამ ზომიერი მაკიაჟი არავის არ აწყენდა. თუმცა ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ ვის რა ფერი მოუხდება. მართალია, მაკიაჟის გაკეთების, ასე ვთქვათ, ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ გთავაზობთ ადამიანის კანისა და თვალის ფერის მიხედვით მაკიაჟის გაკეთების ვარიანტებს:
1. ქერათმიანი ცისფერთვალება ან თაფლისფერთვალება; ღია ფერის კანი: პომადა _ ვარდისფერი, წარბების ფანქარი _ რუხი, ქუთუთოების ჩრდილი _ ცისფერი, რუხი ან მოვერცხლისფრო; წამწამების ტუში _ ცისფერი ან მუქი ლურჯი.
2. ქერათმიანი, ხორბლისფერკანიანი; ყავისფერი ან მწვანე თვალები: პომადა _ ნარინჯისფერი; ფანქარი წარბებისთვის _ ყავისფერი; ქუთუთოების ჩრდილი _ მწვანე ან ყავისფერი; წამწამების ტუში _ ყავისფერი ან შავი.
3. შაგვრემანი, ცისფერთვალა; ღია ფერის კანი: პომადა _ ვარდისფერი ან მოწითალო ჟალოსფერი; ფანქარი წარბებისთვის _ შავი; ქუთუთოების ჩრდილი _ ცისფერი ან რუხი, წამწამების ტუში _ მუქი რუხი ან შავი.
4. შავგვრემანი, მუქი თვალები: მუქი სახის კანი: პომადა _ წითელი ან ღია ალუბლისფერი; წამწამების ფანქარი _ შავი; ქუთუთოების ჩრდილი _ თვალების ფერი ან მწვანე, წარბების ტუში _ მუქი ლურჯი ან შავი.
შეგახსენებთ, რომ მოდა ის არის, რაც გიხდება, თუმცა მაინც წელს მოდაშია კანის ფერი პომადა და გაურუჯავი კანი. ამასთან კოსმეტოლეოგების თქმით, წელს ღაწვების შეფერვა: ვარდისფერად, ცისფერ-ვარდისფერად ან ნატურალური რუჯითაა უმჯობესი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев