არ მსურს მე ასე ვიტანჯებოდე
შენს სიყვარულში ვიღვენთებოდე
მხოლოდ ის მინდა აღარ მახსოვდე
მხოლოდ ეს მინდა რომ გივიწყებდე
ჩემს გულში მუდამ არ არსებობდე
მხოლოდ ის მინდა არ ვოცნებობდე
არ მინდა მთვარევ რომ ანათებდე
არ მსურს თვალებში რომ მიყურებდე
მინდა გაიგო რომ არ გიყვარდე
არ მინდა შენთვის მუდამ ვდნებოდე
არ მინდა შენთვის სულ რომ ვტიროდე
არ მინდა მე შენ რომ გიყურებდე
არ მინდა შენთვის ვიღვენთებოდე
მხოლოდ ის მინდა ჩემგან წახვიდე
წახვიდე მუდამ აღარ დაბრუნდე
არ მინდა მხოლოდ შენთვის ვცხოვრობდე
არ მსურს ოდესმე მე ვიწვებოდე
მინდა რომ ჩემს გულს მე ვუბრძანებდე
არ მსურს ოდესმე შენზე ვფიქრობდე
არ მსურს შენს გამო ოდესმე მოვკვდე
ერთ რაღაცას გთხოვ მინდა გავბრაზდე
მინდა ჩემს გულში რომ აღარ მეჯდე
არ მსურს ჩემს გულში რომ ჩუმად გეჯდე
არ მსურს ფიქრებში მეფერებოდე
არ მსურს ოდესღაც მე გნატრულობდე
არ მინდა ოდეს შენ მე გახსოვდე
არ მინდა ჩემზე ისევ ფიქრობდე
არ მსურს ოდესმე რომ გამახსენდე
მსურს სამუდამოდ გადამავიწყდე
არ მინდა ისევ რომ შემიყვარდე
არ მინდა ღამით დაგსიზმრებოდე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев