09.2016)
----------------
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად.
საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.
ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.
ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ. (წყარო: http://patriarchate.ge/geo/saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-romis-papis/ )
---------------
საქართველოს ეკუმენისტური საპატრიარქო საინტერესოა ამ წმ. სწავლებებს არა ცნობს?
სახარება: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 10, 11).
“მრავალგზის გამცნებთ უღვთო ერეტიკოსთა შესახებ, საყვარელნო და კვლავაც გევედრებით, ნურაფერი გექნებათ ერეტიკოსებთან საერთო: ნურც ტრაპეზი, ნურც მეგობრობა, და სიყვარული. ვინც ასე არ იქცევა, უცხო ექმნება ქრისტეს ეკლესიას. ანგელოზებრივი სიწმინდითაც რომ ცხოვრობდეს ვინმე და სიყვარულის და მეგობრობის საკვრელით იყოს შეკრული ერეტიკოსებთან – უცხოა იგი ჩვენი უფლის იესო ქრისტესათვის... რამეთუ უფალი თავად ბრძანებს: “რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი არს ჩემი.” (მათე 12 – 30) (წმინდა იოანე ოქროპირი)
ან როდიდან იხსენიება საპატივცემულო "უწმინდესებად" ეკლესიის მიერ ანათემირებული პაპისტები?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев