მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.ლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев