Pantherinae) — კატისებრთა ქვეოჯახი, მოიცავს ამ ოჯახის უმსხვილეს წარმომადგენლებს. თუმცა დიდ კატებთან კუთვნილების კრიტერიუმად ითვლება არა სიდიდე, არამედ მორფოლოგიური დეტალები, როგორიცაა ენისქვეშა ძვლის წყობა. შესაბამისად, დიდ კატებს არ ეკუთვნის ისეთი სახეობები, როგორიცაა პუმა და გეპარდი (ავაზა).
დიდი კატების ექვსი სახეობა არსებობს. ამათგან ლომი, იაგუარი, ვეფხვი, ლეოპარდი (ჯიქი) და თეთრი ლეოპარდი პანტერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან. დიდი კატების ოჯახს ხშირად ე. წ. ხალებიან ლეოპარდსაც მიაკუთვნებენ, თუმცა იგი არ ენათესავება ამ ოჯახის რომელიმე წარმომადგენელს. დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.
დედამიწაზე კატები 25 მილიონი წელიწადზე მეტხანს ბინადრობენ. ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო ე. წ. ხმალკბილა ვეფხვი, რომლის ეშვები 20 სანტიმეტრს აღწევდა. ამ მტაცებლის ძირითადი უპირატესობა, ბასრი კბილები, მას საშუალებას აძლევდა უდიდეს ცხოველებზე ენადირა.
დიდი კატები ერთმანეთისაგან სხვადასხვა თვისებებით გამოირჩევიან. მაგალითად, ლომების, ვეფხვებისა და ლეოპარდებისათვის დამახასიათებელია ღრიალი, ხოლო იაგუარებს, თეთრ ლეოპარდებს და გეპარდებს ეს თვისება არ ახასიათებთ. დიდი კატების უმრავლესობა საკვებს მწოლიარე მდგომარეობაში მიირთმევს, გამონაკლისს წარმოადგენს თეთრი ლეოპარდი, რომელიც სადილისას მხოლოდ თავს ხრის. ყველა დიდ კატას ჩამალული ბრჭყალები აქვს.
დიდი კატები მტაცებელი მხეცები არიან, ამიტომ ნადირობა მათი გადარჩენის ერთადერთი პირობაა. ისინი მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან. მას შემდეგ რაც კატა ნადავლს დაიჭერს, ყბაში იგდებს და ამტვრევს კისერს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ახრჩობს. დიდი კატების უმრავლესობა მარტო ნადირობს, გამონალისს ლომები წარმოადგენენ: ისინი ჯგუფებად ნადირობენ, ერთი ან ორი ლომი მისდევს არჩეულ მსხვერპლს და მოტყუებით მიყავს იმ ადგილამდე, სადაც ლომთა ჯგუფია ჩასაფრებული. ჯგუფური ნადირობა მეტად წარმატებული სტრატეგიაა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев