წითელს სამეგრელოში ვეძახით "ხორცის აჯიკას", ხოლო მწვანე- " მწვანილების აჯიკა" გამოიყენება ლობიოს და ფხალის შესაკმაზად.
გთავაზობთ ჩემი დედამთილის რეცეპტს, რომელსაც შეძლებისდაგვარად დეტალურად გამოვკითხე ყველაფერი.
მეგრელს რომ კითხავ აჯიკის რეცეპტს, ზუსტ პროპორციებს ვერ გეტყვის, რადგან იმდენად გამჯდარი აქვთ მისი კეთება, რომ თვალდახუჭული, გემოვნებით, თვალის ზომით ამზადებენ. თუმცა მაინც არსებობს წესები , რომელიც აუცილებლად დასაცავია.
მწვანე მწვანილების აჯიკა.
მწვანილებში იგულისხმება ოხრახუში, ქინძი და ნიახური. ქინძი სამჯერ მეტი უნდა იყოს ოხრახუშზე, ხოლო ნიახური ოხრახუშზე ნაკლები.
აი მაგალითად:
ქინძი სამი დიდი კონა
ოხრახუში 1 დიდი კონა
ნიახური აუცილებლად ოხრახუშზე ცოტა ნაკლები, რომ თავის გემოზე არ წაიყვანოს აჯიკა.
მარილი გემოვნებით.
რაც შეეხება წიწაკას შეიძლება როგორც ნედლი მწვანე წიწაკა, ასევე დაღერღილი წითელი, ესეც გემოვნებით
ნიორი 150-200გრ
შაშკვლავი 2-3ს/კ
ქონდარი 1ს/კ (არ არის აუცილებელი)
აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა ძალიან უხდება პრასიც დაახლოებით 150-200გრ. მარილის გარდა ყველაფერს ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში მინიმუმ ორჯერ და დავუმატებთ მარილს.
წითელი აჯიკა
წითელი წიწაკა დაღერღილი 700-800გრ
უცხო სუნელი 3ჭიქა
ქინძი 1ჭიქა
ნიორი 500გრამი
მარილი გემოვნებით
ყვითელი ყვავილი 50გრამი
შაშკვლავი 2-3ს/კ
ქონდარი 1-2ს/კ (თუმცა არაა აუცილებელი)
გადადუღებელი თბილი წყალი გასათხელებლად.
მარილი აუცილებლად იმდენი უნდა გაუკეთოთ, რომ ცოტა მლაშე მოგეჩვენოთ. კონსისტენციაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. არც ძალიან თხელი ვარგა და არც სქელი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2