აღაშენა საქართველო თამარმა და დავითმა,
ქვეყნის გარეთაც სახელი გაითქვა.
როცა გულს ეტირება,სული იცინის,
ბედი ზოგჯერ უკუღმა გვიღიმის.
როცა სულს ეტირება,გული იცინის,
დიდხანს გრძელდება ცხოვრება სულით წმინდის.
ვისაც რაღაც ახარებს ,სულ იცინის.
კლდიდან კლდეს შეასკდება ბგერა...
ყვავი დაგდებულ ლეშს ეძგერა.
დააკვირდი როგორ მიფრინავს ძერა,
იბერია გაბრწყინდება გვჯერა !
ყოფილა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე,
ყოფილა ოვსეთიდან არაგაწამდე.
ვინ გაცალა ბედნიერება ამ წამამდე,
ტყუილ უბრალო ოცნებებში არ გაწამდე.
განძის რკინის კარი შესწირა დემეტრემ გელათს,
მისი გული ამ დროს ძალიან ღელავს.
ყოველთვის გვაქვს იმედი დავამარცხებთ მდევარს.
კლდესაც შეეჯახება ქართველი მეომარი!
მთასაც გადაუვლის მრავალჯერ ნაომარი.
ბედის ბორბალი ყოველთვის ტრიალებს,
მეომრის აბჯარი ფოთლებივით შრიალებს !
ავტორი : ანა თოდუა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев