მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა და ფინალის საგზურის ბედი სტემფორდ ბრიჯზე უნდა გადაწყვეტილიყო . ჩელსი მალევე დაწინაურდა ესიენის გოლის წყალობით და შემდეგ არაერთხელ ქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება , მაგრამ ლონდონელებმა თავისი შანსები ვერ გამოიყენეს . ჩელსის დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და მთელი მატჩის განმავლობაში ბარსელონამ აზრიანი შეტევის შექმნა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აღარც არავინ არ ელოდა ბარსასგან რაიმე სასწაულს . მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ბურთი მიუგორდა ანდრეს ინიესტას რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმა გადაწყვიტა . დარტყმის შედეგი ჩელსის გულშემატკივრებისთვის ტირილის საბაბი გახდა ხოლო ბარსას გულშემატკივრებისთვის უსაზღვრო სიხარულის . დარჩენილ წამებში ჩელსიმ ვერ მოახერხა ანგარიშის შეცვლა და ფინალში ბარსელონა გავიდა . 27 მაისს , სტადიო ოლიმპიკოზე შედგა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური შეხვედრა , სადაც ბარსელონას მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო . ისევე როგორც წინა ორ ტურნირში , გადამწყვეტ მატჩში ბარსელონამ თავისი თამაშით ისევ დაანახა ყველას , რომ ის ყველა ამ ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო . ცუდი სტარტის მიუხედავად ბარსამ თავისი პირველივე შეტევის გოლით დასრულება შეძლო , უფრო კონკრეტულად კი ეს სამუელ ეტო'ომ შეძლო ისევ ისე როგორც სულ რამოდენიმე წლის წინ პარიზის ფინალში . ვერც პირველ ტაიმში და ვერც მეორეში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ და მისმა გუნდმა ვერაფერი ვერ მოუხერხეს ბარსას დაცვას . სამაგიეროდ დაბალმა ლეო მესიმ მანჩესტერისთვის მეორე გოლის თავით გატანა მოახერხა და ამ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა . შედეგად ბარსელონა 2008/2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ბარსელონას ეს მიღწევა , რომელიც სამი ტურნირის ერთ სეზონში მოგებას წარმოადგენს , ესპანეთის გუნდებისთვის აქამდე მიუღწეველი იყო . საკამათოა , მაგრამ 2008/2009 წლების ბარსელონას გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев