მისი მთავარის მიზანი მსოფლიოში კლუბის სახელის დამკვიდრება და ფინანსური გაძლიერება იყო. 1979-1982 წლებში "ბარსამ" ორჯერ მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1982 წელს გუნდში სარეკორდო თანხად (8 მილიონი) მოვიდა დიეგო მარადონა. ახალგაზრდა დიეგოს ბარსელონაში კარიერად ვერ აეწყო და მან 2 წლის შემდეგ დატოვა კლუბი. 1984/85 წლებში გუნდის მწვრთნელად ტერი ვენეიბლზი დაინიშნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა და ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ბუქარესტის სტიაუასთან მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო.
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონაში" ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გარი ლინეკერი ჩამოვიდა. გუნდში მოვიდა მეკარე ანდონი სუბისარეტაც, თუმცა ვენეიბლსის გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია და 1987 წელს მისი ადგილი ლუის არაგონესმა დაიკავა. ის სეზონი გუნდში ნუნიესის წინააღმდეგ "აჯანყებით" და სამეფო თასის ფინალში "სოსიედადის" 1:0 დამარცხებით გამოირჩა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев