პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი,[5] სხვადასხვა პრობლემების გამო დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[3]
თუმცა კლუბში მაინც იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები და ხოსე ესკოლას მეთაურობით "ბარსა" 1929-1938 წლებში შვიდჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი.[6][2] 1 თვის შემდეგ კი ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც კლუბს ბევრი პრობლემა შეუქმნა. "ბარსას" პრეზიდენტი ხოსეპ სანიული დიქტატორ ფრანკოს ჯარისკაცებმა მოკლეს გვადალახარასთან ახლოს.[7] 1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. 1938 წელს ფაშისტებმა "ბარსას" ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა.[8] მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა.[9]
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев