Предыдущая публикация
თუმცა ბევრი რამ დამრჩა იარად
მერე რა თუ ვერ გამიგო ბევრმა
მე მაინც ვრჩები ადამიანად
მეც ბევრჯერ დავშრი ბევრჯერ მომწყურდა
შემომთავაზეს წყარო ზიარად
მე ჩემი წყარო უნდა ვიპოვნო
და ასე დავრჩე ადამიანად
მე მოკვდავი ვარ ცდუნებებიც მაქვს
ლანდით მჩრდილავდა ფრაზა ფრთიანი
არ მაქვს არც ფული არც ჯილდო არ მაქვს
არ მაქვს მაგრამ ვარ ადამიანი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев