მიყვარს ლამაზი საჯიხვეები. შიშის მომგვრელი მხეცების ბრდღვინვა... ჭიუხები და სალი კლდეები. ––ხშირად სიკვდილთან პირისპირ დგომა, ვაჟკაცის გული გაუტეხელი. მიყვარს ხევსური ქალის ოცნება, ოცნება ხშირად აუხდენელი ... ქალ––-ვაჟის ტრფობა წმინდა წმინდა , ვაჟკაცის ფიქრი თავმოწონების. ფათერაკების ძიება ხშირად, მაგრამ არასდროს გამოგონების. და სიამაყე შატილის ცისა, გმირი წინაპრის გამოძახილი. მე იქაური ღრეობა მიყვარს ბარში ლეგენდად ჩამოტანილი. შენ, ხევსურეთის ძვირფასო მიწავ,შენ გამოზარდე გმირი შვილები, და ოდითგანვე გეძახის ბარი, მაშინ როდესაც...ძლიერ სჭირდები. მე ხევსურების ჯირითიც მიყვარს ..გაქაფულ ცხენს რომ ,სდის ოხშივარი ..სულ სხვაგვარია ხევსურთა გლოვა...ხევსური ქალიც , ხმით მომტირალი....ლექსიც სხვა არის ..მთისა და ბარის....მთისა ექოა გამოძახილი.....ამიტომაა ხევსურთა რწმენაც ბარში ლეგენდად ჩამოტანილი ...მე ხევსური ვარ და მთები მიყვარს ... მიყვარს ლამაზი საჯიხვეები....ცაში არწივთა ველური ქროლვა ჭიუხები და სალი კლდეები...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев