ამის შესახებ შარტავამ პარლამენტის შენობის წინ პარტიის მხარდამჭერებთან განაცხადა.
"15 სექტემბერს "ეროვნული ფორუმის" რიგებში 40-50 ათასი წევრი უნდა იყოს. ამასთან, თუ ბრძოლაში მარტო ვიქნებით და ვგრძნობ, რომ ეს ასე იქნება, "ეროვნული ფორუმი" უკან ერთი წუთითაც არ დაიხევს", - განაცხადა შარტავამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებას არა ათი სუსტი ოპოზიციური ძალა, არამედ ერთი ძლიერი სუბიექტი შეძლებს და ეს "ეროვნული ფორუმი" იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვერის ბაღში "ეროვნული ფორუმის" პარტიული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც პარტიის 8 000-მდე მხარდამჭერი ესწრებოდა. კონფერენციაზე "ეროვნული ფორუმის" ლიდერებმა პარტიის მხარდამჭერებს უახლოესი გეგმები გააცნეს.
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев