წარმოადგენდა რომის ვასალურ პატარა სამთავროს. IV საუკუნისთვის სამხრეთიდან ლაზების (ეგრების) მოწოლის შედეგად უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლა კოდორს გადაღმა და, როგორც ქართული წყაროებიდან (ჯუანშერი) ჩანს , ქ. ცხუმი (სოხუმი) უკვე მის მიწა-წყალზე ივარაუდება. IV-VI საუკუნეებში აფშულეთი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოში შედიოდა როგორც მისი ქვეშევრდომი სამთავრო. მისი მთავარი ლაზების მეფეს ხარკს უხდიდა და ჯარითაც უნდა დახმარებოდა. VII საუკუნის I ნახევარში ბიზანტიის ხელისუფლებამ მისი დასავლეთი ნაწილი აბაზგიასთან გააერთიანა და აფშილეთმა დამოუკიდებელი სამთავროს სტატუსი დაკარგა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი (მდინარე კოდორის სამხრეთით) ეგრისს შეერწყა. VII საუკუნიდან ბიზანტიის მწელებისათვის აფშილეთი გაიგივებული იყო აბაზგიის პოლიტიკურ ცნებასთან, ხოლო VIII საუკუნიდან ქართულ წყაროებში — ტერმინ „აფხაზეთთან“.
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
mikvars kvela abshilavebi
gamodis abxazebi vart?