...კლავიშებით თავს იწონებს, როიალი... ...ვიოლინო, სრულყოფილობს ხემით... ...მზად ვარ შენთვის, სასწაულიც მოვახდინო... ...რომ ყოველ დღე ამაყობდე, ჩემით...
...როგორ მინდა, არასოდეს განვიკურნო... ...შენგან შეყრილ, სიყვარულის სენით... ...ვცდილობ გითხრა, თუ რა ძლიერ შემიყვარდი... ...ვცდილობ მაგრამ, ვერ გამოვთქვამ ენით...
...მე შენსა და შენ კიდევ, ჩემს მოლოდინში... ...ერთმანეთის პირველ სიტყვას, ველით... ...მზად ვარ შენთვის, სასწაულიც მოვახდინო... ...რომ ყოველ დღე ამაყობდე, ჩემით...
...კლავიშებით თავს იწონებს, როიალი... ...ვიოლინო, სრულყოფილობს ხემით...
აქ ყვავის მუდამ ყველაფერი, როცა არ ყვავის, აქ საუკუნო სიმშვიდეა ომიც რომ იყოს, აქ შეგვიქმნიან სინგაპურს და ახალ დუბაის, აქ შცვლის რეპი შავლეგოს და უკვდავ სულიკოს.
აქ შეიძლება ჩაენაცვლოს სხვა ენა ქართულს, აქ დახურავენ კულტურის სახლს, გახსნიან ბორდელს, აქ შეიძლება მლიქვნელობით გმირიც კი გახდე, აქ ანიჭებენ ბოზობაში ღირსების ორდენს.
აქ შეიძლება გაგითელონ წარსული ფეხქვეშ, აქ შეიძლება უგულველყონ ტრადიციები, აქ ვერ ამოსთქვამ სათქმელს პირიდან თუ არ ხარ მათი და ამიტომაც აქ მორჩა ჩემი ამბიციები...
...ჩემს ქვეყანას, უცნაური სენი სჭირს... ...იტანს სხვა და სხვა რა გზა მაქვს, ვიტან მეც... ...რესტორნებში ვეღარავის ვერ ნახავთ... ...თუ არ ჩავთვლით, დიდმკერდიან მიმტანებს...
...ჩემს ქვეყანას, უცნაური სენი სჭირს... ...თუ სხვა იტანს, ესეიგი ვიტან მეც... ...ვინც რომ გუშინ ჩონგურს თითი შეახო... ...დღეს სცენაზე, მიჩხაკუნებს გიტარებს...
...რა ვქნა თუკი ჩემს ქვეყანას სენი სჭირს... ...იტანს სხვა და სხვა თუ იტანს, ვიტან მეც... ...ერთ კითხვაზე გამცეს, ვინმემ პასუხი... ...ეს ცხოვრება, რა ფოკუსებს გვიტარებს???...
...რა დღეში ჩაგაგდეს, ჩემო საქართველო... ...როგორ შეგილახეს, წმინდა ნაწილები... ...რით, ვეღარ დაზარდე ლეკვები, ალგეთს... ...რით ვერ დაფრთიანდნენ, მართვე არწივები...
...ეხ, მტერო ვერაგო, როგორ გიხარია... ...იმას კი ვერ ხვდები, ბოლოს რომ გაწბილდები...
...დღეს, ავდარს მოუცვია, ჩემი ქვეყანა...
...ცაო დიდებულო, ნუღარ გაწვიმდები...
...დროა გავამრთელოთ, ჩვენი საქართველო... ...დაჭრილს დავუბრუნოთ, თავის ნაწილები.. ...დამგელებულანო ლეკვები, ალგეთს... ...ცაში აჭრილანო, უკვე არწივები...
...რა დღეში ჩაგაგდეს, ჩემო საქართველო... ...როგორ შეგილახეს, წმინდა ნაწილები...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 61
გოგა პავლიაშვილი
...კლავიშებით თავს იწონებს, როიალი...
...ვიოლინო, სრულყოფილობს ხემით...
...მზად ვარ შენთვის, სასწაულიც მოვახდინო...
...რომ ყოველ დღე ამაყობდე, ჩემით...
...როგორ მინდა, არასოდეს განვიკურნო...
...შენგან შეყრილ, სიყვარულის სენით...
...ვცდილობ გითხრა, თუ რა ძლიერ შემიყვარდი...
...ვცდილობ მაგრამ, ვერ გამოვთქვამ ენით...
...მე შენსა და შენ კიდევ, ჩემს მოლოდინში...
...ერთმანეთის პირველ სიტყვას, ველით...
...მზად ვარ შენთვის, სასწაულიც მოვახდინო...
...რომ ყოველ დღე ამაყობდე, ჩემით...
...კლავიშებით თავს იწონებს, როიალი...
...ვიოლინო, სრულყოფილობს ხემით...
გოგა პავლიაშვილი
,,,თუ ოდესმე განგიცდია სიყვარული,,,
,,,განგიცდია, ორი გულის ერთგულება,,,
,,სიყვარულზე კიდევ უფრო დიდი გრძნობა,
,,,ქვეყანაზე, არაფერი მეგულება,,,
,,,ყველა გრძნობის თეორემა ახსნილია,,,
,,,ვიცით მათი უამრავი დებულება,,,
,,,სიყვარულის თეორემას ტაბუ ადევს,,,
,,,თითქოს უფალთანა აქვსო შეთქმულება,,,
,,,თუ ოდესმე განგიცდია სიყვარული,,,
,,,განგიცდია, ორი გულის ერთგულება,,,
,,,სიყვარულზე კიდევ უფრო დიდი რამე,,,
,,,არავინ,,, და არაფერი მეგულება,,,
გოგა პავლიაშვილი
...ვარდს რად იცავ და რად მერჭობიო...
...ვერ დასჯი ეკალს...
...მართლმადიდებელს ვერ დაუშლი...
...ზარების რეკვას...
...ასე პატარა რადა ხარო...
...ვერ ეტყვი ნეკას...
...და ვერც ყომარბაზს აუკრძალავს...
...ვერავინ სეკას...
...რაც რომ წესია, წესია და მორჩა გათავდა...
...ამ სოფლის წესებს თავის დროზე ღმერთი ხატავდა...
გოგა პავლიაშვილი
...მრავალი ლექსი გიქმნიათ...
...წინამორბედო მგოსნებო...
...არ დამიტოვეთ არც მუზა...
...აღარცა რამ საოცნებო...
...ახალი ლექსის სანაცვლოდ...
...მე თქვენს სულებზე ვილოცე...
...ზოგნი თაბახზე წერდით და...
...ზოგნიც ხატავდით ტილოზე...
...მაგ დონის მწვერვალებამდე...
...როგორ და რა გზით იარეთ...
...როგორა ქმნიდით შედევრებს...
...ცოტა მეც გამიზიარეთ...
გოგა პავლიაშვილი
....თვალი, მრავალის -მნახველი...
...ყური, გამგონი -ბევრის...
...გული, ყველაფრის -სამარე...
...მესაიდუმლეს -ელის...
...ყველა ცდილობს, რომ იპოვნოს...
...ხელის, დამბანი -ხელი...
...თავის ბედს ეძებს, რომ სხვისას...
...არ მოუღეროს, ყელი...
...იპოვნის, ყველა იპოვნის...
...ფერი შემწეა, ფერის...
...სანამ, მარტოა -ეული...
...მესაიდუმლეს, ელის...
გოგა პავლიაშვილი
.,,,ახალგორს რომ აუყვები ზემოთ, მთაში,
შემოგხვდება მადლიანი იკოთი,
იკოთს ისე გადმოჰყურებს ლორწომის კლდე
როგორც სურამს, ვებერთელა რიკოთი
გავცდი იკოთს, გზად ჩამესმის ქსნის ჩხრიალი,
თითქმის უკვე შენთანა ვარ ლარგვისო,
ახალგორის მოხუციც და ახალგაზრდაც,
ყველა, შენი მოტრფიალე არისო,
ამ ხეობის ყოველი ხე მენატრება,
ყოველი ხის ფუღურო და ფუტურო,
მინდა დიდხანს უმღეროდე, ჩემს ხეობას,
მადლიანო, ჩვენო ნუგზარ ფსუტურო,,,
გოგა პავლიაშვილი
აქ ყვავის მუდამ ყველაფერი, როცა არ ყვავის,
აქ საუკუნო სიმშვიდეა ომიც რომ იყოს,
აქ შეგვიქმნიან სინგაპურს და ახალ დუბაის,
აქ შცვლის რეპი შავლეგოს და უკვდავ სულიკოს.
აქ შეიძლება ჩაენაცვლოს სხვა ენა ქართულს,
აქ დახურავენ კულტურის სახლს, გახსნიან ბორდელს,
აქ შეიძლება მლიქვნელობით გმირიც კი გახდე,
აქ ანიჭებენ ბოზობაში ღირსების ორდენს.
აქ შეიძლება გაგითელონ წარსული ფეხქვეშ,
აქ შეიძლება უგულველყონ ტრადიციები,
აქ ვერ ამოსთქვამ სათქმელს პირიდან თუ არ ხარ მათი
და ამიტომაც აქ მორჩა ჩემი ამბიციები...
გოგა პავლიაშვილი
,,,ქარჩოხის ქედო მაღალო,,,
,,,შენ როგორ უნდა დამღალო,,,
,,,ჯიმაურიდან გადმოგცერ,,,
,,,მუჭისოდენა ჩანხარო,,,
,,,ლომთა შაგიპყრავთ მუხებო,,,
,,,მამაპაპათა ნახარო,,,
,,,ჯიმაურს მისთვის ამოველ,,,
,,,რომ თქვენს წინ თავი დავხარო,,,
გოგა პავლიაშვილი
...მე სიყვარული დავინახე, შავ-თეთრ ფერებში,..
...სიყვარული მწამს გამხელილი, არა ფარული...
...ვერავინ შექმნის მასზე ლამაზ, საფრენ აპარატს,..
...სიყვარული ხომ ბრუნვადია, ვერტიკალური...
...მე ქალში ვხედავ სათნოების, ლამაზ ხატებას,..
...როცაა ქალი ჭეშმარიტი, მართლაც ქალური,..
...სიყვარულისთვის ქალის გული, მუდამ ღიაა,...
...ამიტომ ასდით ლოყებზე ქალებს, ალთა- ალმური...
...მე სიყვარული დავინახე, შავთეთრ ფერებში...
...ახლაღა მივხვდი, თუ რატოა- ვერტიკალური...
გოგა პავლიაშვილი
,,,ვერა და ვერ ავყვავდითო მოვთქვამთ და,,,
,,,თამარ მეფის საქართველოს მივტირით,,,
,,,დღეს გლეხს მიწათმოქმედება არ ძალუძს,,,
,,,ქალაქში სურს ინავარდოს ჩიტივით,,,
,,,წინათ გლეხის უბადლო გამრჯეობით,,,
,,,აღტაცებულს დღეს სიტყვები არ მყოფნის,,,
,,,უშრომელად რა ჭირი აგვაყვავებს,,,
,,,თუ ერთმანეთს არ ვიხილავთ გაოფლილს,,,
,,,ამას ქვია ჩვენი მენტალიტეტი,,,
,,,რომლიდანაც არაფერი გამოდის,,,
,,,ციდან ველით დოლარების წვიმას და,,,
,,,წვიმა მოდის დოლარი კი არ მოდის,,,
გოგა პავლიაშვილი
<<იტანს სხვა და ვიტან მეც >>
...ჩემს ქვეყანას, უცნაური სენი სჭირს...
...იტანს სხვა და სხვა რა გზა მაქვს, ვიტან მეც...
...რესტორნებში ვეღარავის ვერ ნახავთ...
...თუ არ ჩავთვლით, დიდმკერდიან მიმტანებს...
...ჩემს ქვეყანას, უცნაური სენი სჭირს...
...თუ სხვა იტანს, ესეიგი ვიტან მეც...
...ვინც რომ გუშინ ჩონგურს თითი შეახო...
...დღეს სცენაზე, მიჩხაკუნებს გიტარებს...
...რა ვქნა თუკი ჩემს ქვეყანას სენი სჭირს...
...იტანს სხვა და სხვა თუ იტანს, ვიტან მეც...
...ერთ კითხვაზე გამცეს, ვინმემ პასუხი...
...ეს ცხოვრება, რა ფოკუსებს გვიტარებს???...
გოგა პავლიაშვილი
...გულს ვკითხე ასაკი, წლები დამიმალა...
...მეც, იდიოტივით ავმღერდი,...
...სარკემ ვერცხლისფრად, რომ შემომანათა,...
...მერე მივხვდი, რომ დავბერდი...
...ისე გავლიე მთელი ცხოვრება...
...დროის საზღვარს არ ვავლებდი...
...სიბერის ზღურბლზე, მივმდგარვარ უკვე...
...ახალგაზრდობავ, დამნებდი...
...გულს ვკითხე ასაკი, წლები დამიმალა...
...მეც, იდიოტივით -ავმღერდი...
გოგა პავლიაშვილი
...ვწვალობ, ვჯახირობ, ქვას ქვაზე ვადებ...
...ვუმარჯვებ -ტალახს...
...ამდენმა შრომამ, წელში გამწყვიტა...
...გამაძრო -ქანცი...
...და მითიური ნატვრისთვალის...
...პოვნის -სურვილმა...
...მეც, ელიოზად გადამაქცია...
...ამხელა, კაცი...
გოგა პავლიაშვილი
...არ იცავს -პროლოგს; არც -ეპილოგს; არც- სჯულის კანონს...
...არც სალოცავში, ჯვრისწერისას დადებულ ფიცს...
...სიყვარულშიც კი უნიჭობით, გამოირჩევა...
...სიყვარულსაც ხომ უმადლიან, უდიდეს ნიჭს...
...ოცდამესამე ქორწინების, ფინიში კრახით...
...ქალი ისევე თავს იმართლებს, ამტყუნებს ბიჭს...
...ხორცით-მართული წყაროზე მისულს, მოგკლავს წყურვილით...
...და დაბრმავებულს, არ ამოგაცლის თვალიდან ხიჭვს...
...ვერავინ ხედავს, საკუთარ თავში, დაღის ნატამალს...
...დაღდასმულობა ინდივიდებში არ იწვევს, იჭვს...
...ვერც -პროლოგს იცავს; ვერც -ეპილოგს; ვერც- სჯულის კანონს...
...ვერც სალოცავში, ჯვრისწერისას დადებულ ფიცს...
გოგა პავლიაშვილი
ვინმემ თუ იცის რას წარმოადგენს
ადამიანის მწიფე გონება?
გონება ცოდვის საბუდარია, თუ
სიკეთისთვის ქმნილი ქონება?
თუ ვერ იოკებ ფიქრის მარშუტებს
და თუ გონებაც არ გემონება,
გაბედე შეკრა გზააბნეული,
მიმოფანტული ფიქრი კონებად.
ვცდილობთ მოვირგოთ ყველა ნიღაბი,
თუმცა, სულ ყველა არ გვეზომება,
ვცდილობთ ავიდეთ დიდების მთაზე
და ვხვდებით, სჯობს რომ დავრჩეთ მონებად.
გვმართავს ფიქრი და გვმართავს გონება,
გვმართებს სიფრთხილე და შეგონება,
შეგონება თუმც იყოს მცირედი,
ურჩი გონებაც დაგემონება.
გოგა პავლიაშვილი
...სირცხვილის გრძნობა, სამწუხაროდ ჩაბარდა წარსულს...
...ელვის სისწრაფით განვიცადეთ, ევოლუცია...
...ისე ვამაყობთ საკუთარი ავი ჩვევებით...
...ლეღვის ფოთოლმაც დაკარგა უკვე, თავის ფუნქცია...გოგა პავლიაშვილი
...სანამ სულის კარიბჭე...
...ჩაგვირაზავს ღმერთისთვის...
...სანამ ხალხი გავმხდარვართ...
...მტრები ერთმანეთისთვის...
...სანამ არ ვცნობთ ბიბლიას...
...არ ვცნობთ უფლის კანონს...
...ვერც დღეისას გეტყვით რამეს...
...ვერც ხვალინდელ ანონსს...
გოგა პავლიაშვილი
,,,გასცი ეშმაკო, ჩემს სიახლოვეს,
ნუ ხოხავ, და ნუ დაილაჯები,
ზეციდან, ველი წმინდა გიორგის,
იმად დავტოვე, ღიად ფანჯრები,
ვიცი რომ ძლიერ, გძალავს სურვილი,
გადამიგრიხო, უმალ მაჯები,
ანგელოზი მყავს, შესმული მხარზე,
რომ განმიდევნოს, შენებრ ქაჯები,
გასცი ეშმაკო, ჩემს სიახლოვეს,
ნუ ხოხავ, და ნუ დაილაჯები,
ვერას დამაკლებ, ბოროტო სულო,
ტყუილად,, ნუღარ გაისარჯები,
გოგა პავლიაშვილი
...ვინ ვარ?...
...ვინ და მაძებარი...-
...ღვთის სავალი ,გზისაო...
...ღმერთო შუქი მომივლინე...
...მთვარისა და მზისაო...
...სადმე რომ არ წავიჩეხო...
...მუხლი მომეც მგლისაო...
...ძალა მინდა ლომისა და...
...თვალი არწივისაო...
...ჯიხვის სიფხიზლეს ვინატრებ...
...ქარაფზე რომ ხტისაო...
...შემეწიოს სალოცავნი...
...ბარისა და მთისაო...
...გზას ვპოვებდე გასაყარზე...
...ღამისა და დღისაო...
...ვინ ვარ?...
...ვინ და მაძებარი...-
...ღვთის სავალი გზისაო...
გოგა პავლიაშვილი
...რა დღეში ჩაგაგდეს, ჩემო საქართველო...
...როგორ შეგილახეს, წმინდა ნაწილები...
...რით, ვეღარ დაზარდე ლეკვები, ალგეთს...
...რით ვერ დაფრთიანდნენ, მართვე არწივები...
...ეხ, მტერო ვერაგო, როგორ გიხარია...
...იმას კი ვერ ხვდები, ბოლოს რომ გაწბილდები...
...დღეს, ავდარს მოუცვია, ჩემი ქვეყანა...
...ცაო დიდებულო, ნუღარ გაწვიმდები......დროა გავამრთელოთ, ჩვენი საქართველო...
...დაჭრილს დავუბრუნოთ, თავის ნაწილები..
...დამგელებულანო ლეკვები, ალგეთს...
...ცაში აჭრილანო, უკვე არწივები...
...რა დღეში ჩაგაგდეს, ჩემო საქართველო...
...როგორ შეგილახეს, წმინდა ნაწილები...