ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!_ იმ ერთის პოვნის, თუ გახდი ღირსი! არაერთს ისე მოეღო ბოლო,_ თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! სად არის იგი!_ ეს ღმერთმა იცის! იმ ერთის ხილვის,_ იმ ერთის პოვნის,_ ათასში ერთი გამხდარა ღირსი..
თუმცა ქართველებს დაავიწყდათ სიბრძნე: ძმა ძმითა, კაცისა გულშიც შედარებით უფრო აცივდა, დღეს თუმცა უფრო ფახიფუხობს კაცი ყასიდად, ცოტა არ იყოს შეიბღალა შენი მთაწმინდაც...
_ ნუ იპარავ, ნუ იბოზებ! _ როგორც ბრძენმა ბრძანა მოსემ; მართლა ასე რომ მოიქცე, _ მუცელს რითი ამოივსებ?! ამ კითხვაზე ( ნურვის უკვირს,_ ნურცა კეთილს, ნურცა ბოროტს) დღევანდელი დღის პასუხი რომ ღიმილი არის მხოლოდ...
საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები, სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები. P.S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი მე, სხვათაშორის, _ ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის...
სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან; დრო განუსაზღვრონ: ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია; ვაი, იმ ტრფობას, _ სიყვარული რომელსაც ჰქვიან, სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია. ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა, იმ ნეტარებას ქებათაქება, როდესაც გიყვარს( არ იცნობ თუმცა), ძმარიც კი როცა გებადაგება..
დღეს, _ მე რომ მოვკვდე, - ეს იქნება უსამართლობა! ( უფალს შესწირავს არაერთი თუმცა მადლობას )! განთიადია,_ უხილავი ცეცხლი მედება; თუ ჩაუღრმავდი, თუ ჩაცაწვდი, შემოქმედება, რაც მართალია,_მართალია,_ ჯვარცმა ყოფილა! და რა დროს ჩემი სიკვდილია,_ ჯერ არც ვშობილვარ!
კაცი არ მახსოვს, _ კაცობა რომ მესწავლა მისგან! _ მეტი რაიღა, თუ გიყვარდე, გინდა ღვთის რისხვა?! და გაოცებას გადაჩვეულს მაოცებს ისღა: კაცი საერთოდ რანაირად არ შემეზიზღა!
სერიოზულად ამ ბოლო დროს ვფიქრობ მე ხშირად: _ისჯება ქურდი აქლემისა, ქურდი ნემსისა... რატო არ უნდა ისჯებოდეს ქურდი ლექსისა?! ჯარიმა მაინც დავაწესოთ ლექსის პარვაზე!?_ რომ იკლოს მაინც, _ რაც მძვინვარებს ყოველ პარასკევს.
დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?!_ დრო არ გეგონოს პაწკასი და ვახტანგ ჭყოიძის!.. მოკვდა ვერაზე შავგულიძის დგომა დოინჯით, გავლა-გამოვლა ვალიკოსი მოკვდა დოლიძის და ჯოხით ხელში სიარული მელიტონიჩის. დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?!
წინაპრებს ვიგონებთ, ჩვენ როცა ვსვამთ, ხანდახან სხვისასაც ჩვენ ვტირით მკვდარს... ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?! _ გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს...
კრიტიკოსობა არასოდეს არ მინატრია!_ საგნად ნატვრისად, კაცმა რომ თქვას არც მიმაჩნია! რას მიხვდებიან, მაგალითად, ეს კრიტიკოსნი; უპირველესი რატომაა ძმაკაცი მგოსნის,- ისიც კი,_ ყურძნის სიყვარულით ვინც ღობეს ჰკოცნის!
ყველას, ვინც ახლა დაფნის გვირგვინს ეპოტინება; თუ შველის რამე, _ ჩემიც შველის მას მოთმინება. ბევრი ბოროტად მოთმინებას იყენებს ჩემსას; ღიღინით იმკის, _ სისხლის ნთხევით, მე რასაც ვთესავ. წუთისოფელი, თქვენ რომ ფიქრობთ, არც ისე მიყვარს; მოთმინებიდან , თუ გიყვარდეთ, ნუ გამომიყვანთ...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 172
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!_
იმ ერთის პოვნის,
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო,_
თვალიც ვერ მოჰკრა
გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!
სად არის იგი!_
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის,_
იმ ერთის პოვნის,_
ათასში ერთი გამხდარა ღირსი..
მწუხრია თუ ღამეა თუ რიჟრაჟი, _
ვიძახი და ვიძახი და ვიძახი:
_ ვის ხელშია ბედი ვისი,
ვისაში?!
ვის ხელშია ბედი ვისი,
ვისაში?!
გუშინდელს ჰქონდა უდიდესი
შეძახილს ფასი! _
ამაზრზენია
დღევანდელი ყეფა და რიხი! _
ხმის ამოღება
ვინაიდან ღირს მხოლოდ მაშინ,
აკრძალულია
როდესაც
იგი!
თუმცა ქართველებს დაავიწყდათ სიბრძნე: ძმა ძმითა,
კაცისა გულშიც შედარებით უფრო აცივდა,
დღეს თუმცა უფრო ფახიფუხობს კაცი ყასიდად,
ცოტა არ იყოს შეიბღალა შენი მთაწმინდაც...
P.S.
ამ წერილს შენთან ერთ ჩემსავით ტუსაღსა ვატან,
ვისაც ახლახან გაუთავდა აქ ყოფნის ვადა...
_ ნუ იპარავ, ნუ იბოზებ! _
როგორც ბრძენმა ბრძანა მოსემ;
მართლა ასე რომ მოიქცე, _
მუცელს რითი ამოივსებ?!
ამ კითხვაზე ( ნურვის უკვირს,_
ნურცა კეთილს, ნურცა ბოროტს)
დღევანდელი დღის პასუხი
რომ ღიმილი არის მხოლოდ...
გულში მყოფი ბოღმა
ხმამ აღმოთქვა ბოხმა:
_ყველა, ვინც კი ახლა
ზის ცოტათი მაღლა,_
არის ბრიყვი ნაღდი,
ანდა ბრიყვი,_განზრახ!
საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები,
სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები.
P.S.
სულაც არ მიკვირს ეს ამბავი მე, სხვათაშორის, _
ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის...
სიყვარულისთვის არასოდეს არაა გვიან;
დრო განუსაზღვრონ:
ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია;
ვაი, იმ ტრფობას, _
სიყვარული რომელსაც ჰქვიან,
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.
ქებათაქება იმ უტკბეს წუთსა,
იმ ნეტარებას ქებათაქება,
როდესაც გიყვარს( არ იცნობ თუმცა),
ძმარიც კი როცა გებადაგება..
ჩემგნით ვლენილი ჭკუა, _
პოხილი როა სისხლით, _
მეათასედი თუა, _
რაც შემიძლია, _ მისი.
და ესე ასე როა, _
რაის გამოა, იცი?!, _
ახლა ისეთი დროა, _
მეტის არაა ღირსი!
დღეს, _ მე რომ მოვკვდე, -
ეს იქნება უსამართლობა!
( უფალს შესწირავს არაერთი
თუმცა მადლობას )!
განთიადია,_
უხილავი ცეცხლი მედება;
თუ ჩაუღრმავდი,
თუ ჩაცაწვდი,
შემოქმედება,
რაც მართალია,_მართალია,_
ჯვარცმა ყოფილა!
და
რა დროს ჩემი სიკვდილია,_
ჯერ არც ვშობილვარ!
კაცი არ მახსოვს, _
კაცობა რომ მესწავლა მისგან! _
მეტი რაიღა,
თუ გიყვარდე,
გინდა ღვთის რისხვა?!
და გაოცებას გადაჩვეულს
მაოცებს ისღა:
კაცი საერთოდ
რანაირად არ შემეზიზღა!
დღეს თავს ვინც გმირად ასაღებს
და ეტმასნება ერს...
ვინც ღრმად დუმს იმის შესახებ, _
ჯვარს როგორ მაცვეს მე...
სერიოზულად ამ ბოლო დროს ვფიქრობ მე ხშირად:
_ისჯება ქურდი აქლემისა, ქურდი ნემსისა...
რატო არ უნდა ისჯებოდეს ქურდი ლექსისა?!
ჯარიმა მაინც დავაწესოთ ლექსის პარვაზე!?_
რომ იკლოს მაინც, _
რაც მძვინვარებს ყოველ პარასკევს.
დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?!_
დრო არ გეგონოს პაწკასი და ვახტანგ ჭყოიძის!..
მოკვდა ვერაზე შავგულიძის დგომა დოინჯით,
გავლა-გამოვლა ვალიკოსი მოკვდა დოლიძის
და ჯოხით ხელში სიარული მელიტონიჩის.
დღეს, რანაირი, მეგობარო, დროა, ხო იცი?!
მე არ მარგია შენი აყოლა,
ჩემზე არ გშვენის შენ იერიში;
ეგ შენი აწმყო
ჩემი ნამყოა,
ეს ჩემი აწმყო, _
შენი მერმისი...
წინაპრებს ვიგონებთ, ჩვენ როცა ვსვამთ,
ხანდახან სხვისასაც ჩვენ ვტირით მკვდარს...
ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?! _
გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს...
რა ღმერთი გიწყრებათ ქართველებო?! _
სად გაქრა თქვენი შემართება?!
რა გახდა ერთი აერთება?! _
რა უბედურება გემართებათ?!...
კრიტიკოსობა არასოდეს არ მინატრია!_
საგნად ნატვრისად,
კაცმა რომ თქვას
არც მიმაჩნია!
რას მიხვდებიან, მაგალითად, ეს კრიტიკოსნი;
უპირველესი რატომაა ძმაკაცი მგოსნის,-
ისიც კი,_
ყურძნის სიყვარულით ვინც ღობეს ჰკოცნის!
ყველას, ვინც ახლა
დაფნის გვირგვინს ეპოტინება;
თუ შველის რამე, _
ჩემიც შველის
მას მოთმინება.
ბევრი ბოროტად
მოთმინებას იყენებს ჩემსას;
ღიღინით იმკის, _
სისხლის ნთხევით,
მე რასაც ვთესავ.
წუთისოფელი,
თქვენ რომ ფიქრობთ,
არც ისე მიყვარს;
მოთმინებიდან ,
თუ გიყვარდეთ,
ნუ გამომიყვანთ...