Предыдущая публикация
გყვარებიათ ჩემსავით ღვინო,
ან გწყურებიათ ღვინოსავით ჩემებრ ტრფიალი?
ველოდი მუზას არ მოვიდა, უნდა ვიყვირო:
ჰეი ლოთებო! ღვინო მაინც მასვით ტიალი.
ოჰ ეს დოქები! თვალიც დალევს სველი ხელადით,
და მე რაღა ვარ, მეც შემივსეთ ერთი ფიალა,
ჩემი მიჯნური სხვასთან იყოს, თვალით ვხედავდე,
ქვევრებით დავლევ აწი ღვინოს, ყანწით კი არა.
ძმანო ლოთებო! მინდა იყოს ყველა ლამაზი,
რომ ტრფიალებამ ერთნაირად კარი გააღოს,
უსიყვარულოდ ვიღუპები, ღვინო დაასხით,
იქნებ ბახუსის ნაპერწკლებმა დარდი გაალღოს
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев