Предыдущая публикация
პირგაზაფხულო სისხლიანი დაგხვდა ქუჩები,
მებაღეები დახოცილი ბაღის ნაპირთან,
არ გაგიკვირდეს, აშრიალე მწვანე ფურცლები,
არ შეგეშინდეს, აამღერე გუნდი ყვავილთა.
გახსენი გული – სხვა თაობა მოდის ძლიერი!
აახმაურე ჩანჩქერები, ბუკებს შემოჰკარ,
როცა ქარიშხალს შეეჭიდნენ შენი შვილები,
თვითონ არ ნახე, ყვავილები როგორ შვენოდათ?!
ფრინველებს უთხარ: – ცას მოედონ, როგორც მტრედები,
თავისუფლების საგალობლად ფრთაშეწყობილნი,
ნუ ატირდები, უიმედოდ ნუ შეჩერდები,
მოდის თაობა, გადარჩენის დღისთვის შობილი.
როგორ იტევდა ისტორია ამდენ ჰეროდეს,
ის სისხლიანი ღამეც დაგრჩა გაუთეველი,
მაგრამ სამშობლოვ, სევდიანო, მინდა- გჯეროდეს,
მოვა აპრილი, როგორც ქრისტე ნაზარეველი!
სოსო ნადირაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев