Предыдущая публикация
როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ....
ვუთხრით ერთმანეთს ორმოს და მახეს
და ნაცრით სავსეს დავათრევთ მუჭებს,
ნუ გამოვაჩენთ ხელებს და სახეს,
თორემ ტკივილი აავსებს ქუჩებს...
რადგან გვაშინებს ცოდვების სიღრმე,
და რადგან სახეს სათუთად ვმალავთ,
ნუ ჩამოვახევთ ერთმანეთს ნიღბებს,
თორემ სირცხვილი წალეკავს ქალაქს...
როდემდე უნდა დავეცეთ ღმერთო,
სანთლებად როდის უნდა დავენთოთ?!
გთხოვთ ჩამოვრეცხოთ ცოდვები ერთურთს,
თორემ გავქრებით უერთმანეთოდ....
სოსო ნადირაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев