უფალმა სულ გალხინოთ და გაღიმილოთ...♥️♥️♥️
გაღიმების ფასები
გაგიღიმებ და ნუ მკითხავ მიზეზებს,
რომ ვიღიმი, გულში დარდებს ვინელებ,
შორიახლო მაგ თვალებს, რომ მიცეცებ,
აბა ეგრე, რას გაიგებ მიზეზებს...
მე სულ, ასე გავიცინებ მალი-მალ,
მზე მეფინოს მთვარის შუქი არ მინდა,
ღამით მაინც ეშმაკებიც ხარობენ,
ვერ გავყარე ეს ფიქრები თავიდან...
გავიღიმებ, მთვარე არა, მზესავით,
გეჩვენები ბედნიერი დღესავით,
ჩავეწნები შემოდგომის ყვავილებს,
ქრიზანთემებს დავეყრები მტვერსავით...
რომ ვიღიმი, განა მართლა ვხალისობ,
განა გულში ენძელები ჰყვავისო,
როცა მტკივა იმედი მაქვს ხვალისო,
თუნდ, ის ხვალე იყოს, მაგრამ არ იყოს...
რატომ გიკვირს, გულს მეც მიხრავს დარდები,
სხივი მადგას უდარდელი, ნათელი,
კარგად ვიცი გაღიმების ფასები,
იწვის, მაგრამ სულ ანათებს სანთელი...
ვიღიმილებ არ ჩავქები არადროს,
როცა წავალ იქიდანაც გაგართობ,
ლექსად მოვალ საიდუმლოს გაგანდობ,
ისევ ჩუმი ჩურჩულებით გაგათბობ...
ღიმილს მოგფენ და იმედებს მალამოდ,
არ გეგონოს სამუდამოდ წავალო,
ქუჩა-ქუჩა კვლავ ღიმილი დავანთო,
ლექსებიდან დაგიმღებ ჰარალო...
ისევ მოვალ გალხინო და გაგათბო,
ჩემი ხმა რომ სულ ესმოდეს სამყაროს,
არ გეგონოს,შენ თავს მივცემ სადარდოს,
ვიმღერებ და შენც გამღერებ ჰარალოს!..
მზია გუმბერიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9