2.ქრიზანთემებს უძველესი დროიდან ახარებდნენ, მაგრამ ცოტა თუ დაინტერესებულა მისი წარმოშობით. მისი ისტორია კი ძალიან საინტერესოა. სიმართლე მისი წარმოშობის შესახებ მითებსა და ლეგენდებში ჩაიკარგა, თუმცა ყურადსაღები ფაქტებიც არსებობს.
მაგ; ჩვენამდე მოაღწია კონფუცის ნაშრომებმა (500 ჩვ.წ. აღ-მდე), სადაც ქრიზანთემაა მოხსენიებული. ძველი წყაროების ცნობით, ქრიზანთემა ჩინელი დიდებულების საყვარელი ყვავილი იყო. უბრალო ადამიანებს ეკრძალებოდათ მისი მოშენება.
3.ჩინელებმა ქრიზანთემა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაახარეს და მას სამკურნალოდაც იყენებდნენ. ჩინელებმა მას სამეფო ყვავილი უწოდეს, იაპონელები კი ამ ყვავილს საიმპერატორო იარაღზე ხატავდნენ.
4.იაპონიის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ მიჩნეულია ქრიზანთემის ორდენი. ამომავალი მზის ქვეყანაში განსაკუთრებული რიტუალია ქრიზანთემის დღესასწაული: ამ დროს უნდა დატკბე ამ მსხვილღეროვანი ყვავილით, ღრმად ჩაფიქრდე და გაიხსენო ცხოვრების განვლილი გზა.
ძველი იაპონელი პოეტები ლექსებში მშვენიერ ყვავილს ხოტბას ასხამდნენ.
4.ქრიზანთემის მაგიურ თვისებებთან დაკავშირებულია ერთი ლეგენდა: ძველ დროს, ჩინეთს ერთი სასტიკი იმპერატორი მართავდა. მას უთხრეს, რომ ერთ-ერთ ახლომდებარე კუნძულზე ხარობდა მცენარე ქრიზანთემა, რომლის წვენისგან სიცოცხლის ელექსირი მზადდება.
მაგრამ ამ ყვავილის მოწყვეტა შეეძლო მხოლოდ კეთილ ადამიანს, ვისაც კეთილი განზრახვა ამოძრავებს. იმპერატორი და მასთან დაახლოებული პირები ცოდვილი და ბოროტი ადამიანები იყვნენ, ამიტომ კუნძულზე სამასი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი გაგზავნეს და ისინი სასტიკ იმპერატორთან აღარ დაბრუნდნენ.
კუნძულითა და მისი ბუნებით მოხიბლულებმა ახალი სახელმწიფო - იაპონია დააარსეს. ქრიზანთემას იაპონურად ჰქვია "კიკუ" - მზე".
ლეგენდის თანახმად, მზისგან წარმოიშვნენ იაპონელებიც, იამატო - "მზის ხალხი". ქრიზანთემა შემოდგომის სიმფონიის უკანასკნელი აკორდია და მან დიდი ხანია დაიპყრო მთელი მსოფლიო.
5.ევროპაში ეს ყვავილი მხოლოდ 1789 წელს მოხვდა და 1802 წელს უკვე პირველი 10 ჯიში გამოიყვანეს. ამჟამად არსებობს ქრიზანთემის 650 სახეობა. ეს ნაზი ყვავილი საკმაოდ გამძლეა და თოვლის საფარის ქვეშაც თავს მშვენივრად გრძნობს.
საკმარისია, გაყინული ყვავილი თბილ ოთახში მოათავსო, რომ იგი მაშინვე გაცოცხლდება, გაიშლება და დიდხანს იცოცხლებს.
6.ყველაზე ლამაზი ქრიზანთემები იაპონიაში ხარობს. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის მიწურულს, ქრიზანთემა იაპონიაში ჩინეთიდან შეიტანეს, ხოლო სამი საუკუნის შემდეგ ოქროს თექვსმეტფურცლიანი ქრიზანთემა, ათასი წლის განმავლობაში იაპონიის იმპერატორის სიმბოლოდ იქცა.
7.ჩინეთში გეახლებიან ქრიზანთემის ფურცლებისგან დამზადებულ სალათას და იგი დღეგრძელობის ნიშნად მიაჩნიათ. ჩინელებს სჯერათ, რომ ყვავილის ჩაი დაუამებს თავის ტკივილს და განდევნის დეპრესიას. კორეაში ქრიზანთემის ძირებს ხარშავენ და ამ ნაყენით თავბრუხვევას მკურნალობენ.
8.ქრიზანთემასთან დაკავშირებული ტრადიციები მარტო აზიაში როდია გავრცელებული. მალტასა და იტალიაში ქრიზანთემა სახლში არ შეაქვთ, რადგან იგი უიღბლობის მომტანად მიაჩნიათ.
9.წყლით სავსე ლარნაკში მოთავსებული ქრიზანთემა თავისი მკვეთრი ფერებითა და დახვეწილი მომწარო არომატით ამშვენებს ჩვენს საცხოვრებელს, ხოლო გამხმარი ყვავილი ზამთრის კომპოზიციას მეტ სიმშვენიერეს მატებს.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 11
1.ქრიზანთემა ლათინური სიტყვაა და "ოქროს ყვავილს" ნიშნავს. 150 სახეობის ქრიზანთემა, ძირითადად ევროპაში, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ხარობს.
2.ქრიზანთემებს უძველესი დროიდან ახარებდნენ, მაგრამ ცოტა თუ დაინტერესებულა მისი წარმოშობით. მისი ისტორია კი ძალიან საინტერესოა. სიმართლე მისი წარმოშობის შესახებ მითებსა და ლეგენდებში ჩაიკარგა, თუმცა ყურადსაღები ფაქტებიც არსებობს.
მაგ; ჩვენამდე მოაღწია კონფუცის ნაშრომებმა (500 ჩვ.წ. აღ-მდე), სადაც ქრიზანთემაა მოხსენიებული. ძველი წყაროების ცნობით, ქრიზანთემა ჩინელი დიდებულების საყვარელი ყვავილი იყო. უბრალო ადამიანებს ეკრძალებოდათ მისი მოშენება.
3.ჩინელებმა ქრიზანთემა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაახარეს და მას სამკურნალოდაც იყენებდნენ. ჩინელებმა მას სამეფო ყვავილი უწოდეს, იაპონელები კი ამ ყვავილს საიმპერატორო იარაღზე ხატავდნენ.
4.იაპონიის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ მიჩნეულია ქრიზანთემის ორდენი. ამომავალი მზის ქვეყანაში განსაკუთრებული რიტუალია ქრიზანთემის დღესასწაული: ამ დროს უნდა დატკბე ამ მსხვილღეროვანი ყვავილით, ღრმად ჩაფიქრდე და გაიხსენო ცხოვრების განვლილი გზა.
ძველი იაპონელი პოეტები ლექსებში მშვენიერ ყვავილს ხოტბას ასხამდნენ.
4.ქრიზანთემის მაგიურ თვისებებთან დაკავშირებულია ერთი ლეგენდა: ძველ დროს, ჩინეთს ერთი სასტიკი იმპერატორი მართავდა. მას უთხრეს, რომ ერთ-ერთ ახლომდებარე კუნძულზე ხარობდა მცენარე ქრიზანთემა, რომლის წვენისგან სიცოცხლის ელექსირი მზადდება.
მაგრამ ამ ყვავილის მოწყვეტა შეეძლო მხოლოდ კეთილ ადამიანს, ვისაც კეთილი განზრახვა ამოძრავებს. იმპერატორი და მასთან დაახლოებული პირები ცოდვილი და ბოროტი ადამიანები იყვნენ, ამიტომ კუნძულზე სამასი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი გაგზავნეს და ისინი სასტიკ იმპერატორთან აღარ დაბრუნდნენ.
კუნძულითა და მისი ბუნებით მოხიბლულებმა ახალი სახელმწიფო - იაპონია დააარსეს. ქრიზანთემას იაპონურად ჰქვია "კიკუ" - მზე".
ლეგენდის თანახმად, მზისგან წარმოიშვნენ იაპონელებიც, იამატო - "მზის ხალხი". ქრიზანთემა შემოდგომის სიმფონიის უკანასკნელი აკორდია და მან დიდი ხანია დაიპყრო მთელი მსოფლიო.
5.ევროპაში ეს ყვავილი მხოლოდ 1789 წელს მოხვდა და 1802 წელს უკვე პირველი 10 ჯიში გამოიყვანეს. ამჟამად არსებობს ქრიზანთემის 650 სახეობა. ეს ნაზი ყვავილი საკმაოდ გამძლეა და თოვლის საფარის ქვეშაც თავს მშვენივრად გრძნობს.
საკმარისია, გაყინული ყვავილი თბილ ოთახში მოათავსო, რომ იგი მაშინვე გაცოცხლდება, გაიშლება და დიდხანს იცოცხლებს.
6.ყველაზე ლამაზი ქრიზანთემები იაპონიაში ხარობს. ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის მიწურულს, ქრიზანთემა იაპონიაში ჩინეთიდან შეიტანეს, ხოლო სამი საუკუნის შემდეგ ოქროს თექვსმეტფურცლიანი ქრიზანთემა, ათასი წლის განმავლობაში იაპონიის იმპერატორის სიმბოლოდ იქცა.
7.ჩინეთში გეახლებიან ქრიზანთემის ფურცლებისგან დამზადებულ სალათას და იგი დღეგრძელობის ნიშნად მიაჩნიათ. ჩინელებს სჯერათ, რომ ყვავილის ჩაი დაუამებს თავის ტკივილს და განდევნის დეპრესიას. კორეაში ქრიზანთემის ძირებს ხარშავენ და ამ ნაყენით თავბრუხვევას მკურნალობენ.
8.ქრიზანთემასთან დაკავშირებული ტრადიციები მარტო აზიაში როდია გავრცელებული. მალტასა და იტალიაში ქრიზანთემა სახლში არ შეაქვთ, რადგან იგი უიღბლობის მომტანად მიაჩნიათ.
8.ინგლისში იგი გლოვის ყვავილია და ასოცირდება დაკრძალვასა და ყველა წმინდანის დღესთან.
მიუხედავად წვიმის, ქარისა და სიცივისა, ქრიზანთემის აყვავებული ბუჩქი ხშირად შობის დღესასწაულამდეც კი ახარებს თვალსა და გულს.9.წყლით სავსე ლარნაკში მოთავსებული ქრიზანთემა თავისი მკვეთრი ფერებითა და დახვეწილი მომწარო არომატით ამშვენებს ჩვენს საცხოვრებელს, ხოლო გამხმარი ყვავილი ზამთრის კომპოზიციას მეტ სიმშვენიერეს მატებს.