Предыдущая публикация
და ოცნებებიც მგონი დამთავრდა...
დამთავრდა ჟამი ახალგაზრდობის...
მოგონებებში სადღაც ჩასახლდა.
მუხანათია ჩვენი ცხოვრება...
სად მიგვაჭენებს დრო ასე სწრაფად,
არ გვეკითხება... ისე უჩუმრად...
სიბერის კართან მივყავართ სადღაც.
მერე ვინა სთქვა...? რომ მაქვს სურვილი
ცხოვრებავ ჩემო ... სად ჩქარობ სადა...?
შენ სიყმაწვილევ... ჩამკიდე ხელი
მე გულში ისევ სიგიჟეს ვქარგავ.
ჩამომიქროლებს გიჟი მარტივით...
ხანდახან სულში ბავშვობის ხანა
რავქნა თუ გული არა ბერდება...
და ვერც ქალობის ასაკს ვერ ვქაჩავ.
მომეცით უკან ის ჩემი წლები...
მე ჩემს ოცნებებს თავიდან ვხატავ,
გულში სიგიჟე თუ ჩამისახლდა...
შენ იქ სიბერევ ადგილი არ გაქვს. (მ.გ)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1