Предыдущая публикация
როგორც არასდროს
მე დღეს ვარ მშვიდი.
თითქოს ზურგიდან
მოვიხსენ ტვირთი.
ნელი ნიავიც
მომერია და
ფიქრს მიაქროლებს,
ვით ვნების ზვირთი.
საითკენ მიქრის
არც კი მადარდებს...
მე აგერა ვარ,
ის კი გზაზეა.
თუ დაიკიდებთ,
დასაკიდებელს,
ამაში ბევრი
სითამამეა.
...ცხოვრება მაინც
მშვენიერია,
უნდა გაუგო
ლხინსა და ჭირსაც.
მზე მაინც სხივებს
წინ დაახვედრებს
სწორ გზაზე მავალს,
და აცდენილსაც.
თ.რუხელი.
20.11. 15.
#თრუხელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2