Предыдущая публикация
ატირებული თვალების ამბორს!..
გულს ვერ გაუგე უსიტყვო დარდი,
თავისთვის ჩუმობს, არაფერს ამბობს...
შემოგანატრებ ცხოვრების გზაზე
ნაოცნებარ და ნატკბილებ წამებს!
სულს ვერ უშველე, ვერ უაქიმე,
ისევ ის ძველი დარდი აწამებს...
შემოგათენებ დილით აისს და
შემოგანათებ დილით დაფიონს...
არ ველოდები უკვე ცხოვრებამ
ეკლიან გზაზე ვარდი დაფინოს!..
თუმც ვერ გამიგე უსიტყვო დარდი,
არ ვჩივი, უკვე არაფერს ვამბობ...
ისე, უბრალოდ შემოგაფეთებ,
ოცნების გზაზე თვალების ამბორს!
მაკა ოკრიბელი
14.06.2015
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4