იმიტომ, რომ არ ვიცი რატომ მიყვარხარ!
წესით არ უნდა მიყვარდე, მაგრამ მიყვარხარ!..
ვნანობ?! არ ვნანობ! იმიტომ, რომ მიყვარხარ!
ვდარდობ?! ვდარდობ, რადგან მეშინია.. უშენობის... უიმედო იმედის მეშინია... და მეშინია უსიყვარულობის! მიყვარხარ და ამას აღარაფერი ეშველება!
.... რამდენი აპრილი... რამდენი ტყემლის ყვავილთა თოვლის მოსვლა...
... რამდენი სიხარული...
რამდენი ტკივილი და ცრემლი...
რამდენი დარდი, რამდენი ნუგეში და რამდენი ლოცვა.
რამდენი დაშორება და მერე - შერიგება...
ცოცხლად სიკვდილი და რამდენი ატირება...
რამდენი დამცირება ... რამდენი გაგიჟება...
რამდენ დარტყმას გავუძელი, ნეტავ.
სრულებით არ დამინდე,
დამამცირე, გამრიყე და თან გამწირე.
მე კი მაინც უფრო მეტად შეგიყვარე...
და... ახლაც მიყვარხარ ჩემო!
არა , შებრალება არა...
არა , არც სინდისის ქეჯნა...
შემდეგი სიცოცხლის ოცნება
და შენი სიყვარულის პოვნა.
(გ.მ.)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9