უფრო საინტერესოა, უფრო სასურველი და ცუდი რაა ამაში?
ხანდახან მორცხვი, მორიდებული და ხანდახან კი თავნება,
დაუმორჩილებელი, ველური და იგრძნობა მისგან ვნება.
გინდა გულში მაგრად ჩაიხუტო, ის კი გარბის და გემალება,
უყვარს შენი ნერვების მოშლა და მოწონს შენი გაწვალება,
არის დრო, როცა თვითონ ძალიან ბრაზდება და გებუტება,
თუ გინდა, რომ შეირიგო, საჭიროა მოფერება და ჩახუტება.
პატარა ბავშვებს გვანან და არიან ძალიან საყვარლები,
უყვართ ტკბილეული და ლამაზი ფერადი ყვავილები.
რომანტიკა და პოეზია, არის მათი სუსტი წერტილი,
მთავარია მათთვის იყო მხიარული, თბილი და კეთილი.
როცა ცდილობ შეეხო და მოეფერო, ლამის გული ამოხტეს,
ამაზე სასიამოვნო, დაუვიწყარი, შენთვის რა უნდა მოხდეს?
გრძნობ მის სურნელს, გულის ცემას და სხეულის სითბოს,
ერთი ორი დღე მის გარეშე და გული უკვე მისკენ გიხმობს.
ყოველი გატარებული დღე, მათთვის უნდა იყოს დაუვიწყარი,
იცოდე, რომ მისთვის შენ გარდა, ცხოვრებაში სხვა არავინ არი,
ქალის სილამაზე, მისი მოფერება, ალერსი, სიყვარული და ვნება
რა უნდა ინატრო ამაზე მეტი, თუ არის მისი სურვილი და ნება.
ღმერთს რაც ამ ქვეყნად შეუქმნია, ქალზე მშვენიერი არაფერია,
მე კი მათ გარეშე, ეს მოსაწყენი ცხოვრება, ვერ შემიფერია,
ვიცი ბევრს, რომ ჰგონივართ ქალების დიდი მოყვარული,
მე არ მიყვარს ერთჯერადი შეხვედრები და დაფარული.
თუ ესე ფიქრობთ დამიჯერეთ, რომ ძალიან ცდებით,
არ დავკარგავ დროს, უაზრო სასიყვარულო ცდებით,
მე თუ თამაშს ავყევი, არ გეგონოთ ამ დროს სერიოზული
ჩემთვის ყოველთვის მთავარია გულწრფელი სიყვარული.
ჩემთვის, ქალი ძვირფასია ბუნებრივად ლამაზი და ალალი
ძნელი საპოვნელია დამიჯერეთ, ამ ქვეყნად ბევრი არ არი,
თუ იპოვნი ზოგის გული გატეხილია, ზოგის დაკავებული,
მერე უკვირთ თუ რატომ არ მყავს მე შეყვარებული.
ძნელია ნახო პატიოსანი და გული ქონდეს დავისუფალი,
იმედია მის მოძებნაში და პოვნაში, დამეხმარება უფალი,
სჯობს გვიან და იყოს ის ერთადერთი და ნამდვილი,
ვიცი, არ იქნება მასთან შეხვედრა და პოვნა ადვილი.
მართალია მე მომწონს ქალი თავნება და კეკლუცი,
მაგრამ მე სულ სხვას და ჩემი ოცნების ქალს ვუცდი,
თუ შევხდი და გავიცანი, ვიქნები მართლაც ბედნიერი,
ცხოვრება კი ჩემთვის მართლაც ლამაზი და მშვენიერი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9