ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, სულ გვერდში გყოლოდეთ, მფარველი ანგელოზები არასდროს გაგებრაზებინოთ და ღმერთი არ გაგენაწყენებინოთ არასოდეს... სხვის გასაბედნიერებლად გაკეთებული სიკეთის თესვას, მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ... დანარჩენს ღმერთი მოგვცემს, თუკი მივაღწევთ იმ დღემდე... ისე, რომ წვრილ-წვრილ გამოცდებში არ ჩავიჭრათ... თქვენ მხოლოდ ჯვრის არჩევა გმართებთ... ყოველი დღე სწორედ ეს გამოცდაა... არჩევანი უნდა გააკეთოთ საკუთარ თავსა და მოყვასს შორის... საკუთარი თავი პურია, მოყვასი კი - ჯვარი... მოყვასის ცნობა გესწავლოთ, მისთვის ღმერთის გასახარი საქმე გაგეკეთებინოთ, ქრიტეს მტერი გამოგეცნოთ და დაგემარცხებინოთ და ასე, ნელ-ნელა ასულიყავით ცხოვრებისეულ საფეხურებზე და მიგეღწიოთ ზეციური სასუფევლისთვის!!! ღმერთი იყოს ამ სვლაში თქვენი შემწე... მრავალ შობას დასწრებოდეთ... ღმერთი იყოს თქვენი მფარველი... ამინ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1