ადრიანო კორეირამ საზოგადოებას ახალი ბუცები წარუდგინა და განაცხადა, რომ მასში თავს კომფორტულად გრძნობს და დარწმუნებულია, რომ ბევრი გოლის გატანას შეძლებს.
ფეხბურთელმა "მილანთან" მატჩზეც გაამახვილა ყურადღება: "სრყლყოფილებასთან ძალიან ახლოს ვართ. ოთხშაბათს დაფიქსირებული შედეგით კი ძალიან კმაყოფილი ვარ."
ჟორდი ალბას არ ყოფნის გამო, ბრაზილელს, მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში პერმანენტულად უწევს, ადრიანომ განაცხადა, რომ იგი მასსა და ალბას შორის არსებულ კონკურენციას სწორად უდგება. "ძნელია ზედიზედ ორი ტრავმის მიღება, ისევე, როგორც ეს ჟორდის მოუვიდა. ჩვენ მას მუდმივად ვამხნევებთ. ვიცი ეს რასაც ნიშნავს, ამიტომ ჟორდის ამ საკითხზე ხშირად ვესაუბრები."
ადრიანომ ლეო მესიზეც ისაუბრა: "ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი არ ყოფრა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შესამჩნევია. მესი და ნეიმარი? ეს არის საუკეთესო დუეტი, როელიც შეიძლება გუნდს ჰყავდეს."
ბოლოს კი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება მისთვის უდიდესი პატივი იქნებოდა: "ძალიან მსურს მონაწილეობის მიღება, თუმცა ამისთვის კლუბში კარგად უნდა ვიასპარეზო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გამომიძახოს" - დაასრულა ადრიანომ.
ახალი ბუცების პრეზენტაცია (ფოტოები):
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев