არგენტინელმა ფეხბურთელმა ლეო მესიმ Uefa.com-თან საუბრისას განაცხადა: "მშვიდად ვარ. ნელ-ნელა ფორმას ვუბრუნდები. 90 წუთი თამაში ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებაში მეხმარება. ტრავმები ერთმანეთის მიყოლებით მქონდა, ეს კი შედეგზე აისახა. თუმცა როგორც აღვნიშნე ნელ-ნელა ძველ ფორმას ვიბრუნებ, ამაზე კი ბევრს არ ვფიქრობ."
ლეო მესის "მილანთან" გატანილი პენალტის შესახებაც ჰკითხეს: "ამ მეკარისთვის პენალტი არა ერთხელ დამირტამს, თუმცა მაინც ვყოყვამობდი, რომელი მიმართულებით გამეგზავნა ბურთი. ის ძალიან მაღალი და დარტყმების დაბლოკვაც კარგად შეუძლია. ბოლოს მაინც გადავწყვიტე შუაში დამერტყა."
"ჯამში "ბარსა" მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდა" - განაგრძო მესიმ. "თამაში თავიდანვე კარგად დავგეგმეთ, თუმცა ოდნავ არ გაგვიმართლა, როდესაც პირველი ნახევრის მიწურულს საკუთარ კარში გოლი მივიღეთ ... ამის შემდეგ ყველაფერი გართულდა" - დაასრულა ოქროს ბურთის ოთხგზის მფლობელმა.
#ლიონელმესი
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев