გუშინ, "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" "მილანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ გუშინდელ მატჩში დაფიქსირებულ რამდენმე საინტერესო ფაქტს:
ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაზე 141-ე შეხვედრა ჩაატარა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ჩატარებული მატჩიბის რაოდენობით მას მხოლოდ რაული (144) და რაიან გიგზი უსწრებენ (147).
ბუსკეტსმა "ბლაუგრანას" მაისურით მეათე გოლი გაიტანა. 5 გოლი მან ლა ლიგაზე, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ერთი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიტანა.
ბუსკეტსმა გუშინდელ შეხვედრაში მეტოქეს ბურთი 15ჯერ აართვა. ამ მაჩვენებლით ის პირველია, მას მასკერანო (10) და ადრიანო (10) მოსდევენ.
ჩავი ერნანდესმა გუშინდელ შეხვედრაში 146 გადაცემა გააკეთა და ჯამში 11 410 მეტრი დაფარა.
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა სამი და მეტი გოლის გატანა 18-დან 9 შეხვედრაში მოახერხეს.
"აიაქსთან" შესრულებული ჰეთ-თრიკს შემდეგ, ლეო მესისიმ ერთ გოლზე მეტი პირველად გაიტანა.
სერხიო ბუსკეტსმა და ვიქტორ ვალდესმა ექვსივე შეხვერდაში პირველივე წუთებიდან ითამაშეს.
#ჩავი
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев