"მილანთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებმა "სიუტატ ესპორტივაზე" აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარეს. სავარჯიშო სესიაში პიკესა და ბუსკეტსის გარდა ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებიც იყვნენ (ილიე, სამპერი, სერხი გომესი, ესპინოზა).
ესპანელ ფეხბურთელ ხერარდ პიკეს დღეს გამოკვლევები ჩაუტარდა. სავარაუდოდ ფეხბურთელი "ბეტისთან" მატჩს გამოტოვებს.
"ბენიტო ვილიამარინი" კატალონიელებს კვირას, თბილისის დროით 23:55 საათზე უმასპინძლებს.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев