სუბისარეტამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა
კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ესპანელმა ანდონი სუბისარეტამ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. იტყობინება, კლუბის ოფიციალური საიტი.
სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2014 წელს გასდიოდა. სუბისარეტამ "ბარსელონას" სპორტული დირექტორის პოსტი 2010/2011 სეზონში დაიკავა, მისი პირველი შენაძენი, ადრიანო კორეია გახლავთ. მოგვიანებით მან კლუბში ხავიერ მასკერანო, იბრაჰიმ აფელაი, სესკ ფაბრეგასი, ალექსის სანჩესი, ალექს სონგი და ჟორდი ალბა მოიწვია. სპეციალისტის უკანასკნელი შენაძენი კი, ბრაზილიელი ნეიმარია.
#სუბისარეტა
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев