#თაკო
1.მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება, როცა მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და მზის სინათლე მას ვერ სწვდება. მთვარე თითქოს ციდან ქრება.
2.ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1959 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა (ლუნა-3) ფოტო არ გადაუღო.როდესაც მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამ მოვლენას ახალმთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის მანძილზე, მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა.
3. 1988 წელს ჩატარებული გამოკითხვებით, მოსახლეობის 13 პროცენტს სჯეროდა, რომ მთვარე ყველისგან იყო დამზადებული(
4. ჩინეთში, ლეგენდის მიხედვით, მთვარის მუქ ჩრდილებს უწოდებენ „გომბეშოს მთვარეზე“. როცა მთვარის დაბნელება ხდება, ამ დროს გომბეშო მთვარის ჩაყლაპვას ცდილობს.
5. აპოლონის მისიონერებმა მთვარიდან 2196 ქვა ჩამოიტანეს, რომელთა ჯამური მასა 382 კილოს უტოლდებოდა.
6. მიწისძვრები მთვარეზეც არსებობს, ეს დედამიწის გრავიტაციული ძალის ზემოქმედებით არის გამოწვეული. მთვარეზე არსებული სეისმოგრაფული აპარატებით დადგინდა, რომ მცირეოდენი მთვარისძვრები, ზედაპირის ქვეშ, რამდენიმე კილომეტრიდან მოდიოდა, რამაც ზედაპირზე ბზარების გაჩენა გამოიწვია.
7. მთვარე სულაც არ არის მრგვალი, მას კვერცხის ფორმა აქვს. თუ კარგად დავაკვირდებით მისი ბოლოები ოდნავ წაგრძელებულია.
8. დედამიწაზე არსებული 400 ხე მთვარეზე იყო. 1971 წელს აპოლოს ასტრონავტმა სტიუარტ რუსამ მთვარეზე ხის პატარა კონების შეკვრა წაიღო და სანამ ალან შეპარდი და ედგარ მიჩელი(ედგარ მიჩელი და უცხოპლანეტელები 🙂) მთვარის ზედაპირზე სეირნობდნენ, სტიუარტი თავის ხეებს მთვარის ”ჰავით” კვებავდა. შემდგომ ეს ხეები უკან წამოიღეს და სხვადასხვა ადგილებზე დარგეს, მათ მთვარის ხეები უწოდეს და უმრავლესობამ მშვენივრად გაიხარა.
9. ცნობილი ფაქტია, რომ მთვარე ყოველწლიურად გვშორდება, თუმცა სამახსოვროდ, დედამიწას ბრუნვის ენერგიასაც პარავს და თავადვე იყენებს რათა 3,8 სმ-ით უფრო მაღლა აიწიოს ორბიტიდან.
10. სულ ახლახანს მეცნიერებმა აღმოჩენეს, რომ მთვარე იმაზე 100 მილიონი წლით უფრო ახალგაზრდა ყოფილა, ვიდრე გვეგონა. მისი ზუსტი ასაკი დაახლოებით 4,360 მილიარდი წელია
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев