გერმანიაში კაცის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ქართველი დააკავეს - Bild
გერმანიაში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ქართველი დააკავეს. იუწყება bild.
გერმანული მედიის ცნობით, მკვლელობა ბრემენში სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდა.
ინტენსიური გამოძიების შედეგად, სამართალდამცველტა ყურადღების ცენტრში მოექცა 28 წლის ახალგაზრდა, რომელიც მსხვერპლის ახლო გარემოცვის წევრი იყო.
ბრემენში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ქართველი დააკავეს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев