როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე ნიუ-იორკში ჩაიტანეს - ტრადიციის 93-ე წელი და ამერიკული შობა-ახალი წლის მთავარი სიმბოლო
ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო სიმბოლო, როკფელერის ნაძვის ხე, ნიუ-იორკში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა nypost წერს.
ტრადიცია, რომელიც 1931 წლიდან იღებს სათავეს, უკვე 93 წელს ითვლის.
ნაძვის ხე მასაჩუსეტსიდან 74 ფუტის სიგრძის, 11 ტონიანი მანქანით ჩაიტანეს და როკფელერის ცენტრში ამწეს მეშვეობით დადგამენ.
ნიუ-იორკის შობისა და ახალი წლის მთავარი სიმბოლოს დიამეტრი, წელს, 13 მეტრია. როკფელერის ცენტრი, როგორც წესი, 20-დან 25 მეტრის სიმაღლის საშობაო ნაძვის ხეებს არჩევს.
როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხე მანჰეტენის ცენტრის ღირებულებად იქცა, რომელიც სავაჭრო და ტურისტულ ადგილებში ყოველწლიურად სადღესასწაულო პერიოდში უამრავ სტუმარს იზიდავს.
ნაძვის ხეს ფერადი ნათურები და "სვაროვსკის" ვარსკვლავი დაამშვენებს. მისი განათების ცერემონიალი კი, რომელსაც მანჰეტენზე ყოველ წელს ათიათასობით ადამიანი ესწრება, 4 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაშია გაიმართრება.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев