აშშ-ის 51 გენერალური პროკურორი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მხარეებს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდებს
აშშ-ის 51 გენერალური პროკურორი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მხარეებს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა კანონის უზენაესობის უმაღლესი დადასტურებაა, ტრადიცია, რომელიც დგას ჩვენი ერის სტაბილურობის სათავეში. როგორც გენერალური პროკურორები, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ დემოკრატიული პრინციპები, რომლებსაც ვემსახურებით. ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев