ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობას ურჩევს, 3 დღისთვის საკმარისი საკვები და მედიკამენტები მოიმარაგონ
ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობას ურჩევს, 3 დღისთვის საკმარისი საკვები და მედიკამენტები მოიმარაგონ. რეკომენდაცია მოსახლეობის სამოქალაქო და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების შესახებ, ევროკომისიის ანგარიშშია ასახული.
ევროკომისია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 72-საათიანი მარაგის გამოყენება შესაძლოა ევროკავშირზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან შესაძლო კიბერთავდასხმებისა და დივერსიების განხორციელების შემთხვევაში დასჭირდეთ.
ანგარიშში პოტენციურ საფრთხეებად ასევე დასახელებულია ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა, გლობალური ეკონომიკური კრიზისები, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სტიქიური უბედურებები და ახალი პანდემია.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев