უკრაინული მედია: „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა, მისი მოწამვლის შესახებ ამბავი მოიგონა, რათა შემოწირულობები მიეღო
უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა Ukraine Today სტატიას აქვეყნებს, სადაც ამტკიცებს, რომ უკრაინაში მებრძოლმა „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა, რათა შემოწირულებები მიეღო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ივნისში მამულაშვილმა განაცხადა, რომ ის მოწამლეს. მან თითქოს სისხლის ნიმუშები გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გააგზავნა, საიდანაც მას მისწერეს, რომ მის სხეულში აღმოჩენილია დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ტყვია.
მამულაშვილი ამბობდა, რომ ეს მისი მოწამვლის უკვე მესამე მცდელობაა, და რომ რუსულმა მედიამ ის უკვე გარდაცვლილად გამოაცხადა.
აღნიშნულიდან ერთ თვეში სოციალურ ქსელ X-ის „ქართული ლეგიონის“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამულაშვილს ამერიკაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რაც 20 ათასი დოლარი ჯდება.
მამულაშვილის გუნდმა მეტი დამაჯერებლობისთვის მისი სისხლის ანალიზის პასუხებიც ატვირთა. როგორც ინტერნეტ-გამოცემამ გაარკვია, მისი სისხლის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო და მოწამვლის ნიშნები არ ჰქონდა.
გამოცემა სპეციალისტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ტყვია ყოველთვის მცირე დოზებით არის ადამიანის ორგანიზმში. მამულაშვილის სისხლში აღმოჩენილი მძიმე მეტალების მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად სავსებით ჯანმრთელი მამულაშვილი აქვეყნებდა ინტერვიუებს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან და ფოტოსურათებს კატებთან ერთად, „ქართული ლეგიონის“ აქაუნთი X-ში აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ მას სასწრაფოდ სამკურნალოდ ფული ესაჭიროებოდა.
ამის პარალელურად აშშ-ში, ტეხასში „ქართულმა ლეგიონმა“ დააარსა ორგანიზაცია სახელად „ქართული ჰუმანიტარული ლეგიონი“. ახალი ორგანიზაციის თანახელმძღვანელები არიან მამუკა მამულაშვილის და, ნონა მამულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და ვინმე რიჩარდ შარპი, რომელიც 2015 წელს დამნაშავედ ცნეს კომპანიებთან დაკავშირებით თაღლითობებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.
Ukraine Today დაუკავშირდა „ქართულ ლეგიონს“ და საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 6
რუსულით წერ და ვითომ რუსებს აგინებ