მეთიუ მილერი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე: კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ - მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს
ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
კერძოდ, მან ისაუბრა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად - 84 ხმით მიიღო. მილერის თქმით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია.
„როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ - გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა“, - განაცხადა მილერმა.
ჩაიგდეთ ენა მუცლად ევროპაში არავინ მიიღებს საქართველოს ევროკავშირში არიან მოსაზღვრე ქვეყნები მაგრამ ბევრ შტერს სჯერავს ამათ უნდათ საქართველოს დამონება და გამოყენება რომ მათი ბრძანებები ასრულონ დააკარგვინონ თუ რამე ღირებული გაგვაჩნია
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 5