დავით ქართველიშვილი ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს.
წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანების საკითხზე წერს და მას „ექსტრაკორპორული განაყოფიერების“ პროცესს უწოდებს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სახეზეა ხაზარაძე-გახარიას წყვილის გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა.
„პოლიტიკაში, ისევე როგორც სამედიცინო რეპროდუქციის სფეროში, მძიმედ მიმდინარეობს ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცესი. იშვიათია პირველივე ცდაზე დადებითი შედეგი. ამ ეტაპზე ვერც ამათ ჩაუსახეს ერთმანეთს პოლიტიკური ნაყოფი, არადა ბატონ ძაბირაძის საექსპერტო დასკვნით, "განაყოფიერება" უკვე შემდგარი ყოფილა თურმე და მან უნდა "ჩააჩოჩოს" პირველი ადგილიდან ბუნებრივი ჩასახვისუნარიანი ხელისუფლება. დაველოდოთ კიდევ ერთ მცდელობას - ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია“, - წერს დავით ქართველიშვილი.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
"ფულადი პაკეტი მზად გვაქვს" - გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თქმით, თუ მთავრობა გამჭვირვალობისა და ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონებს გააუქმებს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად მზად არიან
Нет комментариев