მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა.
დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
უცხოური სპორტული გამოცემების მიხედვით, თუ შონ ომალი მერაბ დვალიშვილს დაამარცხებდა, შონი დაახლოებით 2 მილიონ დოლარამდე მიიღებდა.
როგორც იწერება, დვალიშვილმა ომალის დამარცხებისთვის გარანტირებული 500 000 დოლარი მიიღო. არსებული ცნობით, ამ თანხას კი სხვადასხვა სასპონსორო ბონუსები დაემატება.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 2