“ეს ნიშნავს, რომ აღიარებ ხელისუფლების გამარჯვების გარდუვალობას” – დავით ზურაბიშვილი
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
პატარა შენიშვნა.
ძალიან ხშირად მესმის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგან და ზოგიერთი ოპოზიციონერისგანაც, რომ აი, მიიღეს ესა და ეს კანონი და ამიტომ იზამენ ამას და იმას: დააწესებენ ცენზურას, აკრძალავენ პარტიებს, დააკანონებენ ჰომოფობიას, დააფინანსებენ თავიანთ არასამთავრობოებს და სხვებს დახურავენ, აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, შევლენ ევრაზიის კავშირში და ა. შ. და ა.შ., ყველაფერი ცუდი და კიდევ უარესი.
იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, აბა ამას როგორ იკადრებენო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ფორმით ხელისუფლების განზრახულობაზე ლაპარაკი ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ არჩევნების მერეც ეს ხელისუფლება იქნება. აბა თუ არ იქნება, ყოველივე ზემოჩამოთვლილს რანაირად განახორციელებენ? ასე მტკიცებით ფორმაში ილაპარაკო იმაზე, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება მომავალში, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ არაპირდაპირ აღიარებ ხელისუფლების გამარჯვების გარდუვალობას. ეს ხელისუფლება კი სხვაზე არაფერზე დგას თუ არა მისი ძალაუფლების მარადიულობის მითზე. იდეური მომხრეები ამათ არ ჰყავთ და კონფორმისტები კიდევ საფლავში არავის მიჰყვებიან, ისინი უბრალოდ ძლიერის მხარეს არიან. ამიტომ, თუ შეიძლება ნუ ამყარებთ თქვენი რიტორიკით ხელისუფლების ძლიერების იმიჯს. ვერაფერს ესენი ვერ დააწესებენ, ვერავის ვერ დახურავენ და ვერსად ვერ შევლენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არჩევნების შემდეგ აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. წერტილი.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 2