გარემომცველი სამყაროს ყოველი დეტალი, სულიერიც და უსულოც: მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, მთები და ზღვები, დაისი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. . . ღვთის სიყვარულის მცირე წვეთებია, რომლებიც გვმოძღვრავენ და დიად სიყვარულამდე – ქრისტემდე მიგვიძღვიან. ყვავილების სილამაზე და კეთილსურნელება როგორც ცოდვილებისთვის, ისე მართალთათვის, ერთნაირად იფრქვევა და ეს ბუნების ენით გამოთქმული დიადი სწავლებაა. ქრისტიანს ფაქიზი სული უნდა გქონდეს, პოეტი უნდა იყოს. ქრისტეს არ სურს „უხეშ“ სულთა გვერდით ყოფნა. მხოლოდ ის სული შეიძლება იქცეს პოეტად, რომელიც სიყვარულს ისრუტავს, ეხუტება და ღრმად შეიგრძნობს მას. მოიხელთეთ მშვენიერი წამები! ამ დროს სული კარგად განეწყობა ლოცვისთვის, სინატიფით, კეთილშობილებითა და პოეტურობით ავსებს მას. ადრე გაიღვიძეთ დილით, რომ ნახოთ, როგორ ამოდის წითელ პორფირში გამოწყობილი მზე ზღვიდან. როცა თქვენს სულს აღმაფრენა იპყრობს, ნუ გაჩერდებით, წადით უფრო შორს, უფრო ღრმად, ადიდეთ ეს სილამაზე, იხარეთ, იცხოვრეთ მხოლოდ მშვენიერებით. ყველაფერი წმიდაა და გვამდიდრებს: ზღვაც, ბანაობაც და საკვებიც და ყველაფერს უდიადესი სიყვარულისკენ – ქრისტესკენ მივყავართ."
წმ. პორფირი კავსოკალიველი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2