19.12.2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამთლიანება შესთხოვა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზი ყოველთა ქართველთა, დიდ კათალიკოსად, საქართველოს წინამძღოლად და სულიერ მამად მოიხსენია. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი, თავისი წყალობითა და მადლით გამორჩეულია და ეხმარება ყველას, ვინც რწმენითა და სიყვარულით მას მიმართავს. პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობის პერიოდი, სადაც იგი იღუმენად იყო განწესებული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ უკრაინიდან მასთან ჩამოვიდა სასულიერო სემინარიის მეგობარი, რომელიც ძალიან შეჭირვებული იყო. ილია მეორემ წერილი მისწერა მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს და იგი ტაძარში მსახურებაზე დაადგინეს.
უწმინდესმა გაიხსენა ასევე სიზმარი, როდესაც წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც მას ეფერებოდა და მისთვის გაურკვეველ ენაზე სასიხარულო ამბავს ამცნობდა.
"წმინდა ნიკოლოზი მფარველობს ყველას ვინც სიხარულით, სიყვარულით და რწმენით მიმართავს მას. მრავალი სასწაული ხდება და ეს სასწაულები არ ილევა. დღეს შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.მე იმედი მაქვს, რომ წმინდა ნიკოლოზი შეგვისრულებს ამ თხოვნას", - ბრძანა უწმინდესმა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев