მაშინაც კი, თუ ასეთ ადამიანს «აღგავენ პირისაგან მიწისა», მისი შინაგანი სიხარული და მშვიდობა მასთან დარჩება, რადგან ისინი მისი შინაგანი არსის ნაწილებია. ეს სიხარული, რომელიც სულიწმიდის მადლით იკვებება, გარდამოედინება ადამიანის სიღრმიდან და «გადმოიღვრება» გარეთ, განმსჭვალავს რა ადამიანს მთლიანად, სულის სიღრმემდე.
ამას ამტკიცებენ წმიდა მოღვაწენი, რომელნიც, მიუხედავად იმისა, რომ დევნულებაში იყვნენ, სიღატაკეში ცხოვრობდნენ, დაეხეტებოდნენ უდაბნოებში, ცხოვრობდნენ მღვიმეებში, არაადამიანურ შევიწროებასა და ტანჯვას განიცდიდნე, – შინაგანად იმყოფებოდნენ სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეში. როცა ადამიანი გონივრულად და სწორად იწყებს სულიერ ცხოვრებას, მყისიერად იწყება მასში საღმრთო მადლის მოქმედება.
ბუნებრივია, რომ ეს გზა მოითხოვს დიდ ბრძოლას, ღვაწლს და მოთმინებას. ამ გზაზე მოღვაწეს სჭირდება დიდი სიმტკიცე და რა თქმა უნდა, უეჭველი რწმენა იმისა, რომ ყოვლადმოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი არასოდეს მიატოვებს მას, შეეწევა, განამტკიცებს, განკურნავს და განკურნებულს თავისთან ამყოფებს.
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1