Предыдущая публикация
ახლა ნუ დაითვლი ქარებს, დარდებს აყოლილი ქრიან...
ფიქრში ღამენათევ თვალებს ჩუმი დაზამთრება ჰქვია.
მზისფრად მოელვარე ფოთლებს ქარი ქუჩა-ქუჩა ფანტავს...
ნეტა ვის მოუტანს იმედს გულის გადარაზულ კართან?!
დღეს თუ ზამთარია ადრე, ხვალ კი შემოდგომა გვიან...
დღეებს ვერ დაითვლი ასე, ქარებს მიჰყვებიან, რბიან...
ღამით დადებული თრთვილი დილამ ჩაისუნთქა ხარბად.
ალბათ კვლავ ცალ-ცალკე ვივლით, სანამ მეყოლები დარდად.
25.10.2021✍ნ'uca
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2